logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ახალი ლაბორატორიის შენობა გახსნა
ლევან დავითაშვილმა ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ახალი ლაბორატორიის შენობა გახსნა
16:18 26.11.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ახალი შენობა გახსნა.

აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს და უნიკალური მონაცემთა ბაზები გააჩნია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლაბორატორიის ახალი შენობა სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი.

ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის „ISO/IEC 17025“ შესაბამისად.

“ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დონის ლაბორატორია, რათა ამოცანები რაც სამინისტროს გააჩნია გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით განხორციელდეს. ლაბორატორიაში დანერგილია ატმოსფერული ჰაერის, ნალექის, მიწისქვეშა წყლების, ზედაპირული და ჩამდინარე წყლების, ასევე ნიადაგის სინჯების ანალიზები. ხორციელდება 300-ზე მეტი პარამეტრის განსაზღვრა. ლაბორატორიაში იგეგმება უახლესი მეთოდების დანერგვა სხვადსხვა მიმართულებებით: მაგალითად, ატმოსფერულ ჰაერში ევროკავშირის დირექტივით დადგენილი კომპონენტების განსაზღვრა. დასახული ამოცანების განხორციელება ხელს შეწყობს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის სრულყოფილ შეფასებას, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება გარემოში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება,” - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გახსნის ღონისძიებას საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროს გაფართოების მიზნით, ლაბორატორიაში უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვა იგეგმება, რაც გულისხმობს ევროკავშირის შესაბამისი ჩარჩო დირექტივებით გათვალისწინებული ახალი პარამეტრების განსაზღვრას. დაინერგება შესაფუთი მასალის ანალიზი, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემადგენლობის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების განსაზღვრა. ასევე, ტყვიისა და გოგირდის შემცველობების აზბესტის ბოჭკოების იდენტიფიცირების მიზნით მთელი რიგი კვლევები განხორციელდება.

ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შესაძლებელი იქნება მყარი და თხევადი ნარჩენების სახიფათოობის დადგენა, შესაფუთი მასალების ხარისხის კვლევები. შეიქმნება ასევე მონაცემთა ბაზა აზბესტშემცველი მასალების შესახებ, ჩატარდება წყლის, ატმოსფერული ჰაერისა და ნიადაგის ხარისხის სრულფასოვანი კვლევები.

უახლოეს მომავალში ლაბორატორიას „ევროკავშირის პროექტის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ ფარგლებში, ულტრათანამედროვე ტიპის მოწყობილობები გადმოეცემა, რომლის საშუალებითაც ლაბორატორიას შესაძლებლობა ექნება განსაზღვროს წყლის ჩარჩო დირექტივით დადგენილი პრიორიტეტული დამაბინძურებლების კონცენტრაციები, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით უმნიშვნელოვანესია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა