საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის განცხადებით, წმინდა
გიორგი საქართველოს განსაკუთრებული მფარველია და საქართველო ამას გრძნობს.
ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
„წმინდა გიორგი განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. ძველ დროს არ იყო ისეთი სოფელი და ქალაქი, სადაც წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არ ყოფილიყო. წმინდა გიორგი არის მფარველი საქართველოსი და საქართველო ამას გრძნობს,“ - ბრძანა ილია მეორემ.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

















