logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ჩოგბურთის განვითარებას არა მხოლოდ სპორტისთვის, არამედ ტურიზმისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს
გიორგი ქობულია: ჩოგბურთის განვითარებას არა მხოლოდ სპორტისთვის, არამედ ტურიზმისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს
15:02 23.11.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას შორის დღეს,  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ტურიზმის სფეროს განვითარებას, საქართველოს მოსახლეობის სპორტული აქტივობებით დაინტერესებასა და ზოგადად სპორტის მიმართულებით პროექტების განხორციელებას შეეხება. ამ მიზნით, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას მზიურის საჩოგბურთო კორტები გასული წლის 13 ივნისს ფედერაციასა და ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 49 წლამდე გაეზარდა.

ეკომომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიაზე მისულ სტუმრებს მიესალმნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი.

მემორანდუმს ხელი მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა, ფედერაციის გამგეობის წევრმა ალექსანდრე მეტრეველმა მოაწერეს.

ხელმოწერის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ჩოგბურთის განვითარებას ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისთვის, არამედ ტურიზმისთვისაც. მისი თქმით, ჩოგბურთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია. ამდენად, ჩოგბურთის ტურნირები და ჩემპიონატები დიდ ინტერესს ტურისტებში იწვევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ჩოგბურთის განვითარება რეგიონებშიც გაგრძელდება.

მზიურის საჩოგბურთო კორტები 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში აშენდა. კომპლექსი 7 ღია და 4 დახურულ კორტს აერთიანებს, ხოლო ტრიბუნა 800-მდე მაყურებელზეა გათვლილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა