გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე პროექტის
„MOLI კახეთში“ შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
ნოდარ კერესელიძემ შვეიცარიის მთავრობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მეცხოველეობის სექტორი და მისი განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, მეცხოველეობის სექტორის განვითარების მიზნით, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მომავალში რამდენიმე პროექტის განხორციელება დაიწყება. „MOLI კახეთში“ ფარგლებში დაგროვილი გამოცდილების გამოყენება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი პროექტების წარმატებაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „MOLI კახეთში“ მიზანი კახეთის რეგიონში მეცხოველეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა იყო.

















