logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა, „ობიექტივს“ კი ფინანსური ჯარიმა დააკისრა 
კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა, „ობიექტივს“ კი ფინანსური ჯარიმა დააკისრა 
12:30 23.11.2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა, ხოლო ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ფინანსური ჯარიმა დააკისრა.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2“-მა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე და საპრეზიდენტო არჩევნების მერე ტურის დანიშვნამდე ეთერში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა განათავსა, მაუწყებელს კანონით პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან ცესკოს მიერ ჯერ არ იყო დადგენილი მეორე ტურში რომელი საარჩევნო სუბიექტები გადავიდნენ და როდის ჩატარდებოდა არჩევნები. რაც შეეხება „მედია-კავშირ ობიექტივს“ მაუწყებელმა ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით პოლიტიკური შინაარსის რეკლამა განათავსა, რითაც მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარღვია.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 105-ე მუხლის თანახმად, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური, რომელსაც განკარგულებით ნიშნავს ცესკო. მაუწყებლებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე და მერე ტურის დანიშვნამდე პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არ ჰქონდათ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს კომისიის მიერ გაგზავნილი წერილით ეცნობათ. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ იღებს ხმების საჭირო რაოდენობას, კომისია მაუწყებლებს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს ახსენებს და წერილს უგზავნის. მიუხედავად აღნიშნული წერილის გაგზავნისა, ,,რუსთავი2“-მა პოლიტიკური რეკლამა ეთერში მაინც განათავსა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულმა მედია მონიტორინგმა გამოავლინა, რომ მიმდინარე წლის 10 და 11 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-მა ეთერში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამები განათავსა, რომლებიც საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის არჩევნებისთვის მხარდაჭერას და პრეზიდენტობის ერთ -ერთი კანდიდატის არჩევნისთვის ხელის შეშლას ემსახურებოდა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების უფლება-მოვალეობა მაუწყებელს 14 ნოემბერს ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის განკარგულების გამოცემის შემდეგ წარმოეშვა. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებითა და პოლიტიკური პარტიის მხრიდან დაფინანსების მიღებით დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, 661 მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი. გამომდინარე იქიდან, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავს სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულმა მედია მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ მიმდინარე წლის 7 ნოემბერს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში სოციალური რეკლამის სახით განთავსდა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, სარეკლამო რგოლებში ისმოდა მოწოდება დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ, ხოლო ერთ-ერთი რგოლი მიმართული იყო სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის ხელის შეშლისკენ. ვინაიდან მაუწყებელმა სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში გაავრცელა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, რითაც მან დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი. გამომდინარე იქედან, რომ „მედია -კავშირ ობიექტივს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევა უკვე ჰქონდა დაფიქსირებული მას ამჯერად ფინანსური ჯარიმა დაეკისრა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა