“ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ბათუმისა და ადლიის სანაპიროებზე
ბანაობა ჯანმრთელობისთვის საშიშია.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მჟავანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ივლისში ზღვის წლის ხარისხობრივი მაჩვენებლის შესწავლის მიზნით, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ მიერ ბათუმი-ადლიის აკვატორიის თოთხმეტ წერტილში წყლის სინჯები იქნა აღებული, რის შედეგადაც მჟავანაძის თქმით, დადგინდა, რომ წყლის მდგომარეობა სტანდარტებს ბევრად ჩამორჩება.
“2002 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ სესხად აღებული 120 მილიონი ევროთი დაიწყო ადლიის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, რომელსაც შავ ზღვაში კანალიზაციის წყლის ჩადინების პრობლემა უნდა გადაეჭრა, თუმცა ეს საკითხი ხუთი წლის შემდეგაც გადაუწყტვეტელია“ - განაცხადა მჟავანაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, რომ საზოგადოებას ბათუმში წლის ხარისხობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სიმართლე უთხრას. „რათა არ განმეორდეს შარშანდელი წლის პრეცედენტი, როცა საავადმყოფოები ინფექციური და პარაზიტული დაავადებების მქონე პაციენტებით იყო სავსე“ - დასძინა მჟავანაძემ.

















