logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თიბისი არტ გალერეაში სანდრო ჩხაიძის გამოფენა - „ზოლებს მიღმა“ გაიხსნა
თიბისი არტ გალერეაში სანდრო ჩხაიძის გამოფენა - „ზოლებს მიღმა“ გაიხსნა
11:21 22.11.2018
თიბისი არტ გალერეაში ცნობილი დიზაინერისა და მხატვრის - სანდრო ჩხაიძის მე-14 პერსონალური გამოფენა - „ზოლებს მიღმა“ გაიხსნა. ექსპოზიცია ხელოვანის 28 ნამუშევარს აერთიანებს.

„რატომ ზოლები? ზოლები ჩემი ხერხემალია... თქვენ მარტო ზოლები დაინახეთ?! საჭიროა წესრიგი! მაგის გარეშე ტილოსთან მისვლის სურვილიც კი არა მაქვს. წესრიგი გულისარევამდე და ცოტათი დანგრევა; პატარა, სწორედ დოზირებული დისბალანსი და... აი, მაშინ გამოგდის შენი პირადი რეალობა, რომელსაც სხვებს გაუზიარებ და არ შეგრცხვება! წესრიგი დაირღვევა?! დაირღვეს! ოღონდ, ზომიერად. იმიტომ რომ, საკმარისია, მოწევისას, თუნდაც წამით გაიხედო გვერდით - აუცილებლად ფერფლი დაგეყრება შარვალზე... და კიდევ: უბნის მთავარი ძაღლი დაიკარგა?! ესე იგი, უბანში აღარაა წესრიგი...“ - სანდრო ჩხაიძე.

სანდრო ჩხაიძე ლატვიაში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გრაფიკული დიზაინის მიმართულებით დაამთავრა. 90-იან წლებში ლატვიაში დაბრუნდა, სადაც როგორც მხატვარ-დიზაინერი ცნობილ სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობდა.

მოგვიანებით, საკუთარი სარეკლამო სააგენტოც დააარსა. მისი კლიენტები იყვნენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: RAMIRENT & RAMITEH, ZWILLING, KENWOOD, REMINGTON, PRO KAPITAL LATVIA, DOMINA SHOPPING; აგრეთვე, ლატვიის ეროვნული ოპერა, ლატვიის ბანკი, ლატვიის რკინიგზა, "რიგას წყალი", ლატვიის ჯანმრთელობის სამინისტრო და სხვა.

სანდრო ჩხაიძე ავტორია ლატვიის ეროვნული ვალუტის - 1 ლატის („წყლის ლილია“) მონეტის. მასვე ეკუთვნის საპროტესტო მონუმენტი „1991 წლის ხსოვნა“, რომელიც ძველ რიგაში დაიდგა. 2006 წელს საქართველოში დაბრუნებისთანავე დააფუძნა სარეკლამო კომპანია - „პასპორტი“, რომელიც დღემდე მუშაობს ბრენდინგის, მარკეტინგის, გრაფიკული დიზაინის, შეფუთვისა და სარეკლამო სტრატეგიების შემუშავების საკითხებზე.

სანდრო ჩხაიძე არაერთი გამოცემის მხატვარ-დიზაინერია. მათ შორის: “ქართული წიგნის ხელოვნება”, “ქართული პოლიფონია დასავლეთ თურქეთში”, “გრიმაუდი და ქართული სიმღერა”, “ქართული მუსიკალური ინსტრუმენტების კატალოგი”, „ის ანუ ახალი ხოლსტომერი“, ვაჟა-ფშაველას სამტომეული, „ქართული სუვენირები“, „ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა“ და სხვა.

მხატვარს სოლო და ჯგუფური გამოფენები ჰქონდა საქართველოში, ლატვიაში, საფრანგეთში, დანიაში, ფინეთში, გერმანიასა და აშშ-ში.

გამოფენა „ზოლებს მიღმა“ თიბისი არტ გალერეაში 21 დეკემბრამდე გაგრძელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა