თბილისის მერიას, "თბილსერვის ჯგუფს", „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების
ქსელსა“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, დღეს, ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები ვაკის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.
სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ადგილზე გაეცნობა.

















