logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თიბისი ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
თიბისი ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
14:22 20.11.2018
თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში მრავალპროფილური კლინიკა “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ გაიხსნა. 7 სართულიანი კლინიკის მშენებლობისთვის, რომელიც უმაღლესი ხარისხის უახლესი სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი, 12 მილიონი ლარის სესხი თიბისი ბანკმა გამოყო.

ახალი კლინიკა დაფუძნდა “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის „მედიქალ სითის“ მიერ, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს.

ახლადგახსნილი სამედიცინო ცენტრის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში უპრეცედენტო სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ქართველ ექიმებთან ერთად, პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები გაუწევენ. კლინიკას ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი თურქეთისა და ბელორუსიის წამყვან კლინიკებთან უკვე გაფორმებული აქვს. უახლოეს მომავალში თანამშრომლობა ავსტრიის სამედიცინო დაწესებულებებთანაც იგეგმება.

“თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში“ ხელმისაწვდომია შემდეგი სამედიცინო სერვისები:

· დიაგნოსტიკა;

· ზოგადი ქირურგია;

· რეანიმაცია;

· გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

· ნეიროქირურგია;

· პოლიკლინიკა;

უახლოეს მომავალში ანგიოქირურგიის, ტრავმატოლოგიის, კარდიოქირურგიისა და ენდოვასკულარული ნეოროქირურგიის განყოფილებების, ასევე ღვიძლის სიმსივნის, ინსულტისა და ტრანსპლანტაციის ცენტრების გახსნა იგეგმება.

„პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი იზიარებს კომპანიის განვითარების ერთიან ხედვას. ჩვენი მიზანია, სამედიცინო მომსახურების უმაღლესი ხარისხის შეთავაზება არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს რეგიონის მოსახლეობისთვის“, - აცხადებს კლინიკის დამფუძნებელი, გია გრძელიძე.

“დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში უკვე ხელმისაწვდომია უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი, რომელიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინომომსახურებას სთავაზობს ქვეყნიდან გაუსვლელად. ეს პროექტი თიბისი ბანკისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან კლინიკა შესაძლებლობას მისცემს მთელს რეგიონს მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება. გვეამაყება, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ასეთი მაღალი დონის კლინიკის დაარსებაში“, - აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი თხელიძე.

ახლადგახსნილ “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში“ 350-მდე თანამშრომელია დასაქმებული. სამედიცინო ცენტრის დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა სამედიცინო სერვისების მრავალფეროვნებასთან ერთად გაიზრდება.

კლინიკის გახსნის საზეიმო ცერემონია ქუთაისში გაიმართა და მას კლინიკის, მთავრობის, ასევე თიბისი ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა