logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ჟურნალისტზე ზეწოლას დაუშვებლად მიიჩნევს
საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ჟურნალისტზე ზეწოლას დაუშვებლად მიიჩნევს
18:56 27.07.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ჟურნალისტზე ზეწოლას დაუშვებლად მიიჩნევს.
ცენტრი ტელეკომპანია „მეცხრე არხის" ჟურნალისტის ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტს ეხმაურება.
ორგანიზაციის ცნობთ, ჟურნალისტი აცხადებს, რომ მას სამი უცნობი პირი აშანტაჟებდა და ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდა, ხოლო ამის სანაცვლოდ, ფინანსურ ანაზღაურებას სთავაზობდა. ნოდარ ჩაჩუას თქმით, უცნობი პირები მას სთხოვდნენ ინფორმაციას ტელევიზიაში არსებულ სიტუაციაზე. ასევე, აიძულებდნენ, სქესობრივი კავშირი დაემყარებინა „მეცხრე არხის“ თანამშრომელ მამაკაცთან. მისივე განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა მას თავი გააცნეს რაღაც „სამსახურის“ წარმომადგენლებად, რომლებიც „ადამიანებს უგვარებენ პრობლემებს, მაგრამ ამასთანავე, უქმნიან ძალიან დიდ პრობლემებს“.
„აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა მოახერხა უცნობი პირების რამდენიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მითითება. კერძოდ, ცნობილია ტელეფონის ნომერი, საიდანაც მას ურეკავდნენ და იმ ავტომობილის სერია და სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ეს პირები გადაადგილდებოდნენ“ - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს მიაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საჭიროა, ფაქტზე დროული და მყისიერი რეაგირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მედიის წარმომადგენლების პირადი უსაფრთხოება და მსგავსი ფაქტების პრევენცია.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ჟურნალისტებზე ზეწოლის და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის პირველი შემთხვევა. საია კიდევ ერთხელ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ ოპერატიული და ადეკვატური რეაგირება, დროულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები და უზრუნველყონ იმ პირების დასჯა, ვისი დანაშაულებრივი ქმედებებიც გამოძიების შედეგად გამოიკვეთება“- აცხადებენ საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა