საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში ორ უსახელო ქუჩას სახელები დაერქვა.
აღნიშნული საკითხი დღევანდელ
სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომრემ ლაშა იმედაშვილმა წარადგინა.
ისან-სამგორის რაიონში მდებარე უსახელო ჩიხს კრწანისის მეორე ჩიხი ეწოდა, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ლუბლიანას ქუჩასთან მდებარე უსახელო ჩიხს ლუბლიანას მესამე ჩიხის სახელი მიენიჭა.

















