საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დღეს გოდერძი ჩოხელის
სახელობის ლიტერატურული პრემიის - „ერთგულება“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია მინიატურის ჟანრში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟითა და ფონდ „კულტურათა დიალოგის“ ინიციატივით 2014 წელს დაფუძნდა. პრემიერა ყოველწლიურად გაიცემა.

















