logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ალექსანდრე მოწერელია: ჩვენ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესებას, მოზიდვას და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციას შევძლებთ
ალექსანდრე მოწერელია: ჩვენ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესებას, მოზიდვას და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციას შევძლებთ
13:27 16.11.2018
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს მდებარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მაქსიმალურად არიან ჩართული რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესში. რუხის ინოვაციური ცენტრის პროექტი მათი აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.

რუხის ტექნოპარკის გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა და ადგილობრივმა მთავრობამ საკუთარი ბიზნესსაქმიანობის განვითარებისთვის აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები გამოიყენონ და საჭირო ცოდნა მიიღონ, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.

„სამეგრელოში ეს უკვე მეორე ინოვაციების ცენტრია. აქ, რუხში, ე.წ. საზღვართან ახლოს, ინოვაციური ცენტრის გახსნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით ჩვენ შევძლებთ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესებას, მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობასთან ინტეგრაციას. გარდა ამისა, ეს ცენტრი ხელს შეუწყობს სამეწარმეო და ბიზნესმოტივაციების ზრდას, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“,- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ღონისძიებას, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ლაშა მიქავა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ.

ახალ ცენტრში პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები ჩატარდება. რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, თავიანთი ინოვაციური იდეები განავითარონ და რეალურ ბიზნესად აქციონ.

ინოვაციების ცენტრი განთავსებულია სოფელ რუხის ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ და სავაჭრო ცენტრ “რუხი მოლში”, რომელიც ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარეობს და „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა. მრავალფუნქციური ცენტრი 2016 წელს გაიხსნა. ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება აქვს, სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით ისარგებლოს. ტექნოპარკის გახსნა რუხის სავაჭრო ცენტრს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას შესძენს და ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით საინტერესო ბიზნეს პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს.

ეს არის მეშვიდე ინოვაციური ცენტრი, რომელიც 2016 წლიდან დღემდე საქართველოში გაიხსნა. 2016 წლის 4 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ქალაქ ზუგდიდში მეორე ტექნოლოგიური პარკი გახსნა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა