logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რომ თავდაცვის სისტემაში სწორედ ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი
მამუკა ბახტაძე: მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რომ თავდაცვის სისტემაში სწორედ ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი
16:14 15.11.2018
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ობიექტი შეემატა ჩვენს სისტემას, ქუთაისში გაიხსნა სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც მოემსახურება ჩვენს სამხედროებს, აქ შეძლებენ მიიღონ სრული ამბულატორიული მომსახურება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცენტრის გახსნა ქუთაისის და მთლიანად, დასავლეთ საქართველოსთვის, რადგან აქ დისლოცირებულ სამხედროებს სამკურნალოდ აღმოსავლეთ საქართველოში ჩასვლა უწევდათ.

„ძალიან მოკლე ვადაში მოხდა ამ ცენტრის გაკეთება. შვიდ თვეში მივიღეთ ჩვენ ეს ობიექტი, რომელიც დასტურია იმისა, რომ სწორი დაგეგმვის შემთხვევაში ასეთ ობიექტების გახსნა შეიძლება ძალიან მოკლე პერიოდში. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. სასიხარულოა, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების გარდა, მათ ოჯახის წევრებიც შეძლებენ ისარგებლონ მომსახურებით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რომ სწორედ ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი ჩვენს თავდაცვის სისტემაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა აქტიურად დაიწყება წეროვანშიც.

„წეროვანში ცენტრის მშენებლობაში გვეხმარებიან ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, სადაც შეძლებენ ჩვენი დაჭრილი მეომრების სრულფასოვანი რეაბილიტაციის გავლას და სწორედ მომავალი წლის ბოლოს შეიძლება ჩაითვალოს, რომ თავდაცვის სისტემაში გვექნება უკვე დასრულებული სამედიცინო კომპონენტის სრულფასოვანი იმპლემენტაცია. აქვე მინდა შევეხო თავდაცვის სისტემაში ჩვენს სოციალურ პოლიტიკასაც და იმ პროგრამებს, რომელსაც ვახორციელებთ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტში გვაქვს ჩვენ აყვანილი ბინებით უზრუნველყოფა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ შემდეგი ორი წლის განმავლობაში შევასრულებთ სრულად იმ ვალდებულებას, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს აიღო სახელმწიფომ და სამხედროებს გადაეცემათ ბინები. ამასთან ერთად მოგეხსენებათ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ჩაიდო სახელფასო ნაწილის ზრდის კომპონენტი. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ჩვენ მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ ამ პრიორიტეტებზე მუშაობს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა