logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო თანდილაშვილმა „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ნინო თანდილაშვილმა „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
18:22 14.11.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის პროექტის „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (ENI SEIS East II) მმართველი კომიტეტის მე-3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ჩართულობითა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ევროკავშირის ოთხწლიანი პროექტის მიმდინარეობა განიხილეს და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გარემოსდაცვითი ინფორმაციის შეგროვების, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდის კუთხით. ნინო თანდილაშვილმა ატმოსფერული ჰაერის და წყლის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილა და ამ მიმართულებით ჰაერისა და წყლის მონიტორინგის სადგურების მუშაობა დადებითად შეაფასა.

შეხვედრაზე აგრეთვე გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და გარემოს დაცვის მხარდაჭერაზე იმსჯელეს და საქართველოს მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით აღებული ვალდებულებები დადებითად შეაფასეს. შეხვედრის მონაწილეებმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის ევროპულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და გარემოს მდგომარეობის შესახებ შეფასების მიმდინარე ანგარიშები განიხილეს.

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში და ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების (SEIS) პრინციპების დანერგვას ახორციელებს. პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაუმჯობესება და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება წარმოადგენს.

შეხვედრას ევროპის კომისიის, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გარემოს დაცვის და სტატისტიკის უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა