ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) ძირითადი მოთხოვნები და პრაქტიკა - ამ თემაზე სასაუბროდ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დღეს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შედგება დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რეგულაციის მოქმედების ფარგლები, სპეციფიური წესები და პრაქტიკაში არსებული გამოწვევები.
დისკუსიას დაესწრებიან საბანკო სექტორის, ტელეკომუნიკაციების და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები, აუდიტორული კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები და სხვა. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს მოწვეული სტუმარი, პოლონეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენელი - ურსულა გორალი.
ღონისძიება ტარდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
შეხვედრა 10:30 საათზე დაიწყება.

















