logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
წინგის „ქართული ვაზის ჯიშები“ პრეზენტაცია გაიმართა
წინგის „ქართული ვაზის ჯიშები“ პრეზენტაცია გაიმართა
15:44 14.11.2018
მწერალთა სახლში წიგნის „ქართული ვაზის ჯიშები“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროფესორ ლევან უჯმაჯურიძის, მწერალ გიორგი კაკაბაძის და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ლონდა მამასახლისაშვილის ავტორობით გამოიცა. წიგნში მოცემულია ინფორმაცია ვაზის ქართულ, ადგილობრივ და სელექციურ 614 ჯიშზე, თავმოყრილია ყველა ის მასალა, რომელიც ამა თუ იმ ჯიშის შესახებაა ცნობილი: დასახელება, სახელწოდების ახსნა, სინონიმები, ვაზის ისტორია, ბიოლოგიური აღწერა (ფოთოლი, მტევანი, მარცვალი), ვაზის ვეგეტაცია, მოსავლიანობა, ტექნიკური მონაცემები (მჟავიანობა - შაქრიანობა), მიღებული ღვინის დახასიათება და 300-ზე მეტი უნიკალური ფოტომასალა.

წიგნი უნიკალურია იმ კუთხითაც, რომ მასში თავმოყრილია დღემდე, ქართველი, თუ უცხოელი მკვლევარების მიერ გამოცემული ვაზის ქართული ჯიშების შესახებ ინფორმაცია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, წიგნის პრეზენტაციას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ღვინის კომპანიების წარმომადგენლები, მეღვინეები და დარგის სხვა სპეციალისტები ესწრებოდნენ.

“ჩვენთვის მნიშნელოვანია გაგრძელდეს ის ისტორია, რომელიც ამპელოგრაფიული წიგნების გამოცემასთან დაკავშირებით გვაქვს. ბევრი რამ ჩვენს სფეროში იცველბა, მათ შორის ის კოლექცია, რაზეც ჩვენი ავტორები მუშაობენ, ხდება ახალი ჯიშების მოძიება და იდენტიფიკაცია. ჩვენი პოლიტიკა მევენახეობის კუთხით უკავშირდება ზუსტად იმ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და გაცოცხლებას, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე სამრეწველო ჯიშის არჩევა, რომელსაც დიდი პოტენციალი და ცნობადობა გააჩნია, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ჯიშების მრავალფეროვნება, რომელიც განვითარების უწყვეტი წყაროა. ეს მრავალფეროვნება კი სწორედ ჯიშების იდენტიფიკაციას, აღწერას და შეფასებას გულისხმობს და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ავტორებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

პირველ ეტაპზე წიგნი ქართულ ენაზე გამომცემლობის „პეგასი“-ს მიერ 1000 ეგზემპლიარად დაიბეჭდა. სამომავლოდ იგეგმება წიგნის ინგლისურ და გერმანულ ენოვანი ვერსიების გამოცემა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა