logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კავკასიური წაბლა ჯიშის მსხვილფეხა პირუტყვის მოძიება-აღდგენა დაიწყო
კავკასიური წაბლა ჯიშის მსხვილფეხა პირუტყვის მოძიება-აღდგენა დაიწყო
12:14 14.11.2018
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში ორმაგი პროდუქტიულობის მსხვილფეხა პირუტყვის შენარჩუნება და განვითარება“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა. FAO-ს ევროპელმა ტრენერებმა მეცხოველეობის სპეციალისტებს მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშობრიობის დადგენის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაუზიარეს. პროექტი კავკასიური წაბლა ჯიშის მსხვილფეხა პირუტყვის მოძიებას, მისი გენეტიკური ნიმუშების აღებას და ჯიშის შესწავლას გულისხმობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პროექტის პირველ ეტაპზე მეცხოველობის სპეციალისტები ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის, დმანისის, წალკისა და დედოფლისწყაროს ფერმებს დაათვალიერებენ, სადაც კავკასიური წაბლა ჯიშის პირუტყვი ტრადიციულად იყო გავრცელებული. პირუტყვის ჯიშობრიობის დადგენის მიზნით მოხდება გენეტიკურ ნიმუშების და განაზომების აღება და ფერმერებთან ერთად კითხვარების შევსება. პროექტის მიზანი აბორიგენული ჯიშების აღდგენა და მაღალპროდუქტიული პირუტყვის წარმოებაა.

საქართველოში აღებული გენეტიკური ნიმუშები ავსტრიის ლაბორატორიაში გადაიგზავნება, სადაც ასევე დადგინდება რამდენად აქვთ კავკასიურ, სომხურ და უკრაინულ ჯიშებს ერთმანეთთან ნათესაური კავშირი და შესაძლებელია თუ არა, ჯიშის გაუმჯობესების მიზნით, მათი შეჯვარება.

მიღებული ანალიზების შედეგად მსხვილფეხა პირუტყვის მონაცემებზე შეიქმნება კატალოგი, სადაც მის პროდუქტიულობაზე და ჯიშის მახასიათებლებზე სრული ინფორმაცია განთავსდება.

პროექტი „აღმოსავლეთ ევროპაში ორმაგი პროდუქტიულობის მსხვილფეხა პირუტყვის შენარჩუნება და განვითარება“ საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ერთობლივად მიმდინარეობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა