logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ინოვაციური პროექტი „ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა“ ამოქმედდა
ინოვაციური პროექტი „ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა“ ამოქმედდა
14:09 13.11.2018
წიგნიერების დონის ასამაღლებლად, ციფრულ ბიბლიოთეკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, როგორც ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა აღნიშნეს, ხარისხიანი განათლების მიღება და ადამიანის თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბება თანამედროვე, ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, მხარეებს შორის ერთობლივი შეთანხმებით და კომუნიკაციით, წიგნებზე, პერიოდულ გამოცემებზე, კარტოგრაფიულ მასალებზე, დისერტაციებზე, რეფერატებზე, საარქივო დოკუმენტებზე და ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ სხვა მატერიალურ რესურსებზე ელექტრონულად წვდომა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად უმნიშვნელოვანესია.

მხარეებს შორის თანამშრომლობა მოიცავს როგორც სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის კოორდინაცია-ხელშეწყობას, ასევე ერთიანი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკის შექმნისთვის საჭირო ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. ამასთან, წიგნების, პერიოდული გამოცემების, კარტოგრაფიული გამოცემების, დისერტაციებისა და რეფერატების, საარქივო დოკუმენტების, გაზეთისა და ჟურნალის სტატიების, სანოტო და აუდიო გამოცემებისა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული სხვა მატერიალური რესურსების ციფრული ვერსიების შექმნას, ციფრული ბიბლიოთეკის დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ა. შ.

მემორანდუმი ძალაში ხელმოწერის მომენტიდან შედის, თუმცა მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე მხარეებს ასევე, უფლება აქვთ დამატებითი ხელშეკრულებები და შეთანხმებები გააფორმონ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა