სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში (LMA) ვიზიტით ლატვიელი
პარტნიორი იმყოფებოდა. სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის “BIOR”-ის ლაბორატორიის დირექტორი, აივარ ბერზინში LMA-ს შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, “BIOR”-ის დირექტორი, აივარ ბერზინში, LMA-ს დირექტორს, ირაკლი გულედანს შეხვდა და მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. BIOR - თან თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელია დაწყებულია. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებს სურსათის კვლევის მიმართულებით ინტენსიური სწავლებები უტარდებათ. სწავლებები ტარდება როგორც LMA-ს ბაზაზე, ასევე, ლატვიაში “BIOR”-ის ლაბორატორიაში.
მიღებული ცოდნით შესაძლებელი ხდება ევროკავშირის სტანდარტისა და გაუმჯობესებული სერვისის მომხმარებლებისთვის მიწოდება.

















