logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - აშშ-ში საქართველოს საელჩო „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - აშშ-ში საქართველოს საელჩო „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობს
12:35 27.07.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აშშ-ში საქართველოს საელჩოს მხრიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იუწყება, ორგანიზაციის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო საქართველოთი დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, გავლენიან ამერიკელ ექსპერტებსა და მკვლევარებს, პოლიტიკური შინაარსის „იმეილებს“ უგზავნის, რითაც ბიძინა ივანიშვილისა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობს.
„მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები წარმოადგენს მმართველი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ სახელმწიფო რესურსების გამოყენებას ერთი პარტიის ლობისტური მიზნებისთვის. შიდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სახელის გასატეხად დიპლომატიური სამსახურის გამოყენება დაუშვებელია და ასეთი ნაბიჯები დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკას სრულად ეწინააღმდეგება“ - ნათქვამია „გამჭვირვალობის“ განცხადებაში.
პოლიტიკური შინაარსის გზავნილების შესახებ,ორგანიზაციას ორმა ამერიკელმა მკვლევარმა აცნობა.
„ერთ-ერთმა მათგანმა აშშ-ში საქართველოს საელჩოს მეორე მდივნის ხათუნა ოყროშიძის მიერ გაგზავნილი ელექტრონული წერილები მოგვაწოდა. პირველი წერილით ოყროშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატიის თარგმანს აგზავნის, რომელშიც საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი ჯონ ბასი უარყოფითად არის მოხსენიებული. საქართველოს საელჩოს თანამშრომელი ასევე წერს, რომ „ასავალ-დასავალი“ ბიძინა ივანიშვილის საყვარელი გამოცემაა და ეს გაზეთი ქსენოფობიური შინაარსის სტატიებით გამოირჩევა. მეორე წერილით ამერიკელ ექსპერტს ოყროშიძე უგზავნის ამონარიდებს სხვადასხვა ქართული გაზეთიდან, რომლებშიც პოლიტიკური პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენლების პოზიციებია დაფიქსირებული. საელჩოს თანამშრომელი იქვე აღნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური პარტია კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გახდა და იგი გამოირჩევა ანტიდასავლური და საქართველოს ნატოში გაწევრების საწინააღმდეგო პოზიციით, ასევე, სურს ქვეყანაში ბელორუსის მსგავსი ჩაკეტილი ეკონომიკის შექმნა, რომლის მთავარი პარტნიორიც რუსეთი იქნება. კიდევ ერთმა ამერიკელმა მკვლევარმა ასევე მოგვწერა, რომ მსგავსი ტიპის ელექტრონულ წერილებს საქართველოს საელჩოსგან ისიც ხშირად იღებს“ - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ ასეთი ქმედებები უხეშად არღვევს ქართულ კანონმდებლობას და ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვიდრებულ დიპლომატიურ პრაქტიკას. დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, „დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან პირი წყვეტს ნებისმიერ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობის პერიოდში დიპლომატიური თანამდებობის პირი პოლიტიკურად ნეიტრალურია და არა აქვს უფლება, ეწეოდეს საქმიანობას/პროპაგანდას ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის, გაერთიანების სასარგებლოდ ან წინააღმდეგ“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოიკვლიოს აღნიშნული ფაქტი, მიიღოს შესაბამისი ზომები და არ დაუშვას დიპლომატიური სამსახურის პოლიტიზება; ასევე, მიმართავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და გასცეს რეკომენდაციები, რათა მსგავსი ქმედებები მომავალში აღარ განმეორდეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა