logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ვაშინგტონში „ქართული ღვინის ფორუმი“ იმართება
ვაშინგტონში „ქართული ღვინის ფორუმი“ იმართება
10:36 12.11.2018
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ იმართება, რომლის ორგანიზატორია საქართველო-აშშ-ს ბიზნეს საბჭო, მხარდამჭერებიკი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ფორუმის სამდღიანი პროგრამა „საფერავის ფესტივალს“ და „ქართული ღვინის დეგუსტაციებს“ მოიცავს. ფორუმის დასკვნითი ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვეობას ეძღვნება. წარმომადგენლობით სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც აშშ-ს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) გაიმართება, მონაწილეობას მეცნიერები და ღვინის პროფესიონალები მიიღებენ. გასული წლის 13 ნოემბერს, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში (PNAS)  სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8 ათასი წლის წინ აყენებდნენ. კონფერენციის ძირითადი თემაც აღნიშნული სამეცნიერო დასკვნა იქნება.

„საფერავის ფესტივალს“, რომელსაც აშშ-ში საქართველოს საელჩო მასპინძლობდა, 400-მდე სტუმარი დაესწრო - ღვინის პროფესიონალები სამეცნიერო წრეებიდან, ასევე ღვინის იმპორტიორები და სხვადასხვა რესტორნებისა და მაღაზიების ქსელების წარმომადგენლები. „საფერავის ფესტივალზე“ წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კომპანიების წარმოებული 25 საფერავის ღვინო.

ვაშინგტონში „ქართული ღვინის ფორუმს“ ესწრებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

ნოდარ კერესელიძის შეფასებით, მსგავს ფორმატში ქართული ღვინის წარდგენა მიანიშნებს, რომ საქართველოს მეღვინეობასთან არამხოლოდ 8000-წლიანი ისტორია აკავშირებს, არამედ თანამედროვე, განვითარებული ღვინის ინდუსტრია და საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვანი ღვინოები.

„ერთი წლის წინ, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ქართული ღვინო დღეს განვითარებული და თანამედროვე ინდუსტრიაა. წლიდან წლამდე იზრდება როგორც ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა და საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია, ასევე ქართული ღვინის ხარისხი. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ და მზარდ ბაზარს წარმოადგენს, სადაც მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ელჩის განცხადებით, სწორედ ქართული ღვინის მიმართ მზარდ ინტერესზე მიანიშნებს „ქართული ღვინის ფორუმის“ პირველი ღონისძიება „საფერავის ფესტივალი“, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო, რომელთა უმრავლესობას სწორედ ღვინის პროფესიონალები წარმოადგენდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა