logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შარტავასა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტირებული მონაკვეთის დახაზვა სრულდება
შარტავასა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტირებული მონაკვეთის დახაზვა სრულდება
12:11 10.11.2018
სააკაძის მოედანზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტირებულ მონაკვეთზე ავტომობილების სამოძრაო ზოლები, ქვეითთა ორფეროვანი გადასასვლელები და სხვა საგზაო მონიშვნები იხაზება. პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგზაო მონიშვნები გამძლე, თერმო და ცივი პლასტის საღებავით სრულდება. იგი ასფალტზე სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ახალი სქემა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა, რომლებიც თბილისის მერიაში საერთაშორისო გრანტის ფარგლებში, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

ახალი სქემა ქვეითთათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, ველოსიპედისტებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

სააკაძის მოედანი ქვეითთათვის სრულად ადაპტირდა და საგზაო მონიშვნების დატანის შემდეგ, ფეხით მოსიარულეებს ნებისმიერი მიმართულებით უსაფრთხო გადაადგილება შეეძლებათ. მოედანზე სატრანსპორტო ნაკადებისთვის გამყოფი კუნძულები ახლებურად მოეწყო, ხოლო შუქნიშები ავტომობილების, ფეხითმოსიარულეებისა და ველოსიპედისტების სინქრონულ მოძრაობას უზრუნველყოფს.

ქვეითთა ინტერესები გათვალისწინებულია თბილისის მერიის შენობის წინაც, სადაც შუქნიშანი დამონტაჟდა, მოეწყო გადასასვლელიდა ახალი მოსაცდელი განთავსდა. ფეხმავლებისთვის შუქნიშანი დამონტაჟდა შარტავას N42-თანაც (ყოფ. საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ), ხოლო ქვეითთა ძირითადი გადაადგილების მიმართულების გათვალისწინებით, სპორტის სასახლესთან ირიბი „ზებრა“ გადასასვლელი დაიხაზა.

ველოსიპედის, როგორც ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების მხარდაჭერისთვის, დედაქალაქის მერიამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ველობილიკი მოაწყო, რომელიც კალანდაძის ქუჩით პეკინის გამზირს უერთდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული და სწრაფი გადაადგილებისთვის ახლადრეაბილიტირებულ მონაკვეთზე ავტობუსის ზოლიც დაიხაზება. შუქნიშნების რეჟიმი დაპროგრამებულია ისე, რომ მწვანე სიგნალი თავდაპირველად ავტობუსის ზოლს აუნთოს. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოახლოებულ ავტობუსს შეუჩერებლად გავლის შესაძლებლობა მიეცეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა