logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დედაქალაქის მერი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნას დაესწრო
დედაქალაქის მერი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნას დაესწრო
11:25 10.11.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაშიმსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თბილისში,საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით იმართება.

აღნიშნული გათამაშება საქართველოს პარასპორტის ისტორიაში უმაღლესი რანგის შეჯიბრია და ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშებისთვისპირველსარეიტინგო ტურნირს წარმოადგენს.

კახა კალაძემ გათამაშების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

„პარასპორტი პირადად ჩემთვის ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენ ყველას განსხვავებული უნარები გვაქვს. წარმატება იმით იზომება, რამდენად სრულყოფილად იყენებს ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებს და არა იმით, თუ რა პოტენციალი გააჩნია მას. საბედნიეროდ, ძალიან ბევრი წარმატებული პარასპორტსმენიგვყავს, რომლებიც წლებია, სხვადასხვა სახეობაში ასპარეზობენ. სახელმწიფოს მხრიდან პარასპორტის განვითარებაზე ზრუნვისა და ხელშეწყობის ერთ-ერთი მაგალითი თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, 2013 წლიდან ამოქმედდა. ეს არის სრულად ადაპტირებული პარასპორტული არენა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარასპორტის განვითარებას თბილისის მერია ყოველთვის შეუწყობს ხელს და მომავალში, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან პროექტებსაც განახორციელებს.

„ჩვენი მიზანია, პარასპორტი და პარაოლიმპიური მოძრაობა საქართველოში კიდევ უფრო განვითარდეს და პარასპორტსმენებისმონაწილებით, მრავალი წარმატების მოწმენი გავხდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ რეალიზებული და საკუთარი სათქმელი, ღირებულებები, იდეები თავიანთი საქმიანობით ფართო საზოგადოებამდემიიტანონ, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. პირადად მე, როგორც დედაქალაქის მერი, როგორც ყოფილი სპორტსმენი, მზად ვარ, პარასპორტსმენებს და ზოგადად, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, ყოველთვის გვერდით დავუდგე. ჩვენი ეს პრიორიტეტი მალე დედაქალაქსაც დაეტყობა“,- აღნიშნა თბილისის მერმა.

ტურნირის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციების, ბიზნესსექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტურნირზე პარაფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი იასპარეზებს. მსოფლიო თასის გათამაშება11 ნოემბერს, პარასპორტსმენების დაჯილდოებით დასრულდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა