logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მომავალი წლიდან ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ სრული რეაბილიტაცია იწყება
მომავალი წლიდან ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ სრული რეაბილიტაცია იწყება
17:48 09.11.2018
ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ პროექტ „განახლებული მზიურის“ პრეზენტაცია გაიმართა. პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად წარადგინა.

პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება, რომლის შედეგადაც, დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა.

„ჩვენს დედაქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, „მზიურის“ სრული რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მივიღეთ. წლების განმავლობაში, როგორც ჩვენმა დედაქალაქმა, ასევე აღნიშნულმა პარკმა, ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა. არ შეიძლება არ გავიხსენოთ 13 ივნისის ტრაგედია, რომელმაც ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა პარკს და მისი დიდი ნაწილი განადგურდა. ეს პარკი ახალგაზრდობის ერთობის მოწმეა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს გაერთიანდა. ეს პარკი მოწმეა ნგრევის და იქნება მოწმე შენების“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაგეგმილ სამუშაოებზეც გაამახვილა ყურადღება და პროექტის განხორციელებაში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა მოეწყობა. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და განთავსდება მედიათეკა. ასევე, ვაპირებთ თოჯინების მუზეუმის მშენებლობას. რამდენიმე ათასი თოჯინა გვაქვს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი გააჩნია. მგონია, რომ ამ პროექტის განხორციელებით, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი შეასრულებს, პარკს ახალ შესაძლებლობას მივცემთ. ასევე, გვეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰა ფართობ ტერიტორიას მოიცავს. პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და პარკის აღდგენა-მოწყობას, არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, „მზიურის“ ტერიტორიაზე განთავსებული ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია-ადაპტაციას და მათ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებად გარდაქმნას ითვალისწინებს.

„მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. ამასთან, „მზიურის“ ტერიტორიაზე აიგება შენობა, რომელშიც თოჯინების მუზეუმი განთავსდება. კავკასიის მასშტაბით ერთადერთ, უნიკალურ მუზეუმში, რომელიც საბავშვო მწერლისა და პედაგოგის, თინათინ თუმანიშვილის თაოსნობით 1937 წელს დაარსდა, კულტურული მემკვიდრეობის 2 714 ექსპონატია დაცული. მუზეუმის პროექტი საგამოფენო სივრცეებს, სამეცნიერო ლაბორატორიასა და საგანმანათლებლო ცენტრს მოიცავს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევას, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. რეაბილიტაციის ფარგლებში, „მზიურში“ განთავსდება შშმ პირებისთვის ადაპტირებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყობა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, საბავშვო გასართობი და სპორტული მოედნები, დამონტაჟდება თანამედროვე საპარკე ინფრასტრუქტურა. პროექტის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

პროექტ „განახლებული მზიურის“ პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა