logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ექსპერტებმა ტყიბულის შახტში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყეს
ექსპერტებმა ტყიბულის შახტში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყეს
17:32 09.11.2018
გერმანული კომპანიის „DMT ჯგუფის“ ექსპერტებმა ტყიბულის შახტში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყეს. კომპანია სამმხრივი კომისიის მიერ იქნა შერჩეული - მას მუშაობის 140 წლიანი გამოცდილება აქვს და მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ორგანიზაციის TUV NORD-ის წევრია. პროცესს კოორდინაციას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

ტყიბულში სამი გერმანელი ექსპერტი მუშაობს, ისინი უშუალოდ ჩავლენ შახტში, ასევე, ადგილზე გაეცნობიან სათანადო დოკუმენტაციას, რომელიც შესასწავლად გერმანიაში წაიღებენ. ექსპერტთა მიერ საბოლოო დასკვნის მისაღებად 5 კვირაა განსაზღვრული, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება შუალედური ანგარიშებიც.

პროცესის მიზანია, შესწავლილ იქნას შახტის შემდგომი ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც დაეფუძნება შახტის ტექნიკურ მდგომარეობას და ადამიანთა შრომის პირობების უსაფრთხოებას. გარდა ამისა, გერმანულმა კომპანიამ უნდა გასცეს რეკომენდაციები შახტის ფუნქციონირების გაუმჯობესების კუთხით, რომელიც უკავშირდება თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებისა და საბადოს დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, ასევე სამუშაო პროცესის სწორად ორგანიზებას და მენეჯმენტის განხორციელებას.

გერმანული კომპანიის ხელშეწყობის მიზნით და მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნის ანალიზისა და შეფასებისთვის, ამ პროცესში ჩართულნი არიან დარგის ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამთო ინსტიტუტიდან და ილიას უნივერსიტეტიდან მოწვეული ექსპერტები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა