logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების საკითხები ევროპელ მეცნიერებთან ერთად განიხილეს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების საკითხები ევროპელ მეცნიერებთან ერთად განიხილეს
12:48 09.11.2018
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) ორგანიზებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა „სურსათის უვნებლობის რისკის შეფასება“ გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა რისკის შეფასებისა და რისკის მართვის სპეციალისტებისთვის იყო განკუთვნილი და რისკის ანალიზის ევროპული მიდგომებისა და საბაზისო მეთოდოლოგიების გაცნობას გულისხმობდა. შეხვედრაზე მოხსენებები EFSA-ს მიერ მოწვეულმა ევროპელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს.

„საქართველოში წარმოებული პროდუქცია უსაფრთხოა, ევროპის ბაზარზე მის გასატანად საჭიროა მხოლოდ პროდუქციის ცნობადობის გაზრდა. სამუშაო შეხვედრის მიზანი ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება და ახალი გამოწვევების ერთად გამკლავებაა. მომხმარებელი თქვენთან დაცულია, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უწყვეტი პროცესი. ევროპაშიც ვაწყდებით სხვადასხვა სახის რისკებს და ვცდილობთ, მომხმარებელი დავიცვათ და თავიდან ავიცილოთ საფრთხეები, რომელიც მუდმივად არსებობს“, - განაცხადა ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) კოოპერირების ოფიცერმა, სტილიანოს კოულოურისმა.

3 დღიან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა EFSA-ს როლზე ევროკავშირის რისკის შეფასებაში, რისკის შემფასებლებსა და რისკის მმართველებს შორის ფუნქციების გადანაწილებაზე, დამოუკიდებელი ექსპერტების როლზე, მეთოდოლოგიასა და ახალ მიდგომებზე, სურსათში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე მონაცემთა შეგროვებაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარებამ მიაღწია იმ დონეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რისკების შეფასებაზე, რომელიც თავის თავში მოიცავს მეცნიერულ ანალიზს და კვლევას, რომლის საფუძველზეც დგინდება ქვეყანაში მოხმარებული სხვადასხვა სასურსათო პროდუქციის ხარისხი. ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, სრულდება. ხელისუფლება მზად არის მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ქვეყანაში დაავადებების გავრცელების რისკებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ჰიგიენის ინსტიტუტის, შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის, საქსტატის წარმომადგენლები და ასევე უცხოელი სპეციალისტები უკრაინიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან და სომხეთიდან.

აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის ანალიზის და შეფასების პრინციპების განხორციელება საქართველოს ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) SPS შეთანხმებით და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ევალება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა