logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ ჯანმრთელობა და სიცოცხლე 200 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს შეუნარჩუნა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ ჯანმრთელობა და სიცოცხლე 200 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს შეუნარჩუნა
14:22 08.11.2018
საქართველო გახდა მაგალითი თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწორი პოლიტიკით ისეთი ეპიდემიების დამარცხება, როგორიც C ჰეპატიტია.


2014 წლიდან სახელმწიფომ C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო, რომელიც მოქალაქეებისთვის C ჰეპატიტის მკურნალობაზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ამ პროგრამამ პრაქტიკულად ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუნარჩუნა 200 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და საუბარი არის სიცოცხლისათვის აუცილებელ მკურნალობაზე, რომლის გარეშეც პრაქტიკულად პაციენტები, ჩვენი თანამოქალაქეები განწირულები იქნებოდნენ. ეს არის მკურნალობა 80 000 დოლარამდე ჯდება და რომელიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის პრაქტიკულად უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

ამ მკურნალობით ათეულობით ათასმა ადამიანმა ისარგებლა და C ჰეპატიტისგან პრაქტიკულად სრულად განიკურნა.

პროგრამაში ახლაც ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული და მკურნალობას აგრძელებს. პროგრამის მეორე ეტაპზე იმ მოქალაქეების პრობლემა გამოიკვეთა, რომლებსაც სამწუხაროდ საშუალება არ აღმოაჩნდათ კვლევები ჩაეტარებინათ, რომლებიც აუცილებელია ადამიანის მკურნალობისთვის მოსამზადებლად. სწორედ ამ მონაცემების დამუშავების შემდეგ, სახელმწიფომ მიიღო ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დაეფინანსებინა ის კვლევები, რაც მკურნალობის დაწყებამდე არის აუცილებელი.

შემდეგი ეტაპიც, ასევე კვლევებთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის პრაქტიკულად გარღვევა იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტმა ადამიანმა და უფრო სწრაფად მიიღოს მკურნალობა და დიაგნოსტიკა.

ეს არის უკვე სერვისების ინტეგრაცია იუსტიციის სახლებთან, სადაც ყველაზე მეტი მოქალაქე მოძრაობს და მიმართავს სახელმწიფო სერვისებს და სწორედ იქ სახელმწიფომ გადაწყვიტა მიაწოდოს ინფორმაცია და მიაწოდოს სკრინინგული კვლევები ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის რომ სერვისებით მოცვა გაიზარდოს მოკლე დროში , უფრო მეტმა მოქალაქემ, უფრო სწრაფად შეძლოს რომ გაიგოს თავისი დიაგნოზის შესახებ და რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთოს მკურნალობის პროცესში, რაც ბუნებრივია ზოგავს როგორც ჯანმრთელობას, ასევე ზოგავს იმ რესურსებს, რომელიც უნდა დაეხარჯა მომავალში სახელმწიფოს ამ საქმისთვის.

გარდა იმისა რომ სახელმწიფომ გარდა იმისა რომ მოაგვარა ამდენი ადამიანის პრობლემა, რაც პრაქტიკულად გადაუჭრელი იქნებოდა რომ არა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, გარდა ამისა საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებით, გახდა გლობალური ლიდერი, მსოფლიო ლიდერი და საბოლოოდ პროექტმა რომელიც ჩვენ დავიწყეთ განაპირობა მსოფლიო ბაზარზე როგორც ფასების შემცირება, ასევე ჯანდაცვის სისტემებში და სხვა და სხვა სახელმწიფოში ამ საკითხების გააქტიურება , რაც ბუნებრივია პოზიტიურად აისახა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე, აზიაზე, ახლო აღმოსავლეთზე, იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც წლების მანძილზე ელოდებოდნენ ამ ძვირადღირებულ მკურნალობას.

საქართველომ დადებითი ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და მაგალითი გახდა, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწორი პოლიტიკით ისეთი ეპიდემიების დამარცხება, როგორიც არის C ჰეპატიტი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა