logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დღეს „თბილისის ბაროკო ფესტივალისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება
დღეს „თბილისის ბაროკო ფესტივალისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება
17:24 05.11.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხვალ, „თბილისის ბაროკო ფესტივალისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერიის კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, იტალიის საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენელი ნინო კილოსანიძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი, ფესტივალის დირექტორი კონსტანტინე კასრაძე და გ. ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, მარიამ ალექსიძე გაუძღვებიან.


რიგით მეოთხე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალის ფარგლებში, კონცერტებთან ერთად, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ლექციებია დაგეგმილი.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“ საიუბილეო 10 წლისთავს აღნიშნავს.


განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ფესტივალი 9 ნოემბერს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, სწორედ „საქართველოს სინფონიეტას“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნება; პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი „სინფონიეტა 10“ (რეჟისორი - ნინო ახვლედიანი), ხოლო მეორე განყოფილებაში “ძველებური ცეკვები” შესრულდება და მსმენელი ბაროკოს ეპოქის სამეფო კარის მეჯლისზე იმოგზაურებს.

ფესტივალის ფარგლებში, 16 ნოემბერს, გერმანული მუსიკის კონცერტი გაიმართება; 19 ნოემბერს კი, გერმანელი დირიჟორი და მევიოლინე ქრისტოფ მაიერი იტალიური და ინგლისური ბაროკოს მუსიკით წარდგება მსმენელის წინაშე; 20 ნოემბერს, 19:00-ზე, „სინფონიეტა სთეიჯიზე“ (სანაპიროს ქ. N4, შენობა 2, სართული 8) შედგება თეა მუქერიას საჯარო ლექცია „მოცარტის რეკვიემის საიდუმლოება“ (დასწრება თავისუფალია); 22 ნოემბერს, ფესტივალი იტალიურ ანსამბლ ZEFIRO-ს (“ძეფირო“) უმასპინძლებს (დამფუძნებელი და I ჰობოი ალფრედო ბერნარდინი). აღსანიშნავია, რომ 19 და 22 ნოემბერს 19:00-ზე, კონცერტების დაწყებამდე, დავით გიგინეიშვილი თეატრის ჰოლში თემატურ ლექცია-შესავალსაც გამართავს;


„ბაროკო“, „საქართველოს სინფონიეტა“ და მათთან ერთად ორკესტრის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნებიან ანსამბლ ZEFIRO-ს მუსიკოსები, სოლისტები - მარიამ კუბლაშვილი(სოპრანო), ნუცა ზაქაიძე(მეცო სოპრანო), გიორგი დავითაძე(ტენორი), გივი გიგინეიშვილი(ბანი).


პირველად საქართველოში, 1, 2 და 3 დეკემბერს, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ დახურვაზე, „საქართველოს სინფონიეტა“ და გ. ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“(სამხატვრო ხელმძღვანელი მ. ალექსიძე) სამეფო უბნის თეატრში წარმოგიდგენთ ქორეოგრაფიულ დადგმას „ფოლია“. ეს, ის უნიკალური შემთხვევა იქნება, როცა ქართულ სცენაზე პირველად განხორციელდება ადრეული მუსიკის ავთენტური შესრულებისა და ბალეტის თანამედროვე ქორეოგრაფიის სინთეზი.


ფესტივალში აგრეთვე მონაწილეობენ: მიხეილ აბრამიშვილი(კონტრტენორი), ანნა ქურდოვანიძე (კლავესინი / პოზიტივ ორგანი), ალექსანდრე ვასაძე (კლავესინი / პოზიტივ ორგანი), ეტიენ გალეტიე(თეორბო / ბაროკოს გიტარა, საფრანგეთი), ფრანჩესკო ოლივერო(თეორბო / ბაროკოს გიტარა, იტალია), გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი), კახი ჩარგეიშვილი(სალამური), მერაბ სანოძე(დასარტყამი ინსტრუმენტები).


„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 2015 წელს, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა - „საქართველოს სინფონიეტამ“ დააარსა. ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მისი სტუმრები სხვადასხვა დროს ბაროკოს ეპოქის მუსიკის საუკეთესო შემსრულებლებიიყვნენ, ისეთები, როგორებიც არიან: იორდი სავალი, სერჯიო აზოლინი, ქრისტინე ბუში, ჟან რონდო, დავიდე ამადიო, ორკესტრი „ძველი მუსიკის აკადემია“ და სხვა.


ფესტივალი პარტნიორები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გერმანიისა და იტალიის საელჩოები საქართველოში.

ფესტივალი პროექტ “Check in Georgia”-ს მხარდაჭერით იმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა