logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: ეკონომიკური განვითარება ძლიერი, მოდერნიზებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნითაა შესაძლებელი
მიხეილ ბატიაშვილი: ეკონომიკური განვითარება ძლიერი, მოდერნიზებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნითაა შესაძლებელი
15:47 05.11.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეტ რუდთან და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან ერთად ყოველწლიური საერთაშორისო კონფრენცია ,,ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში“ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
კონფერენციაზე, რომელიც პროფესიული განათლების კვირეულის ნაწილს წარმოადგენს და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ხორციელდება, მინისტრმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების კვირეული ის პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავიზიაროთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და მიღწევები პროფესიულ განათლებაში, გავიცნოთ არსებული სიახლეები, ახალი პროგრამები, და ასევე, შევაფასოთ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, თავად კონფერენციის თემა - „ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში“ - საუკეთესოდ ასახავს საქართველოს მთვარობის ხედვას ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, რადგან საქართველოს მთავრობა იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ეკონომიკური განვითარება ძლიერი, მოდერნიზებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნითა არის შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია ინოვაციური მიდგომა, თუ როგორ გაიზარდოს დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა პროფესიულ განათლებაში, რა გზებით მოხდეს საჯარო და კერძო პარტნიორობის წახალისება და ზოგადად, როგორ შევუწყოთ ხელი როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შექმნაში.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში საზოგადოება იმ ახალ პროგრამებს გაეცნობა, რომელიც საქართველოს მთავრობის, ბიზნესის და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. ეს პროგრამები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად დაიგეგმა და მათი არსებობა საქართველოში წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა მინისტრმა და ხაზი გაუსვა ამერიკელი პარტნიორების თანადგომას, რომლებიც საქართველოში ხედავენ იმ პოტენციალსა და რესურსს, რომელიც ქვეყანას წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგებში ჩააყენებს.

გამოსვლის დასასრულს მინისტრმა წარმატება უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრს, რომლებიც კვირეულზე ღია კარის დღეების ფორმატში მათ მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოს წარადგენენ. მან წარმატება უსურვა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის მონაწილეებს და წინასწარ მიულოცა ფინალისტებს, რომელთა გამოვლენა და დაჯილდოება 9 ნოემბერს, კვირეულის დამაგვირგვინებელ ღონისძიებაზე მოხდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა