ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გიორგი ჟღენტი დევნილებს პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ აფხაზეთიდან დევნილმა ვახტანგ ჭანტურიამ მინისტრის მოადგილესთან საუბრის შემდეგ განუცხადა. დევნილებმა დღეს სამინისტროსთან აქცია გამართეს და სწორედ აქციის დროს შეხვდნენ მინისტრის მოადგილეს.
მისივე თქმით, ჟღენტმა დევნილების კოორდინატები ჩაიწერა და პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაპირდა, თუმცა, რაიმე რეალური წინადადება და პასუხი მისგან არ მიუღიათ.
„ვფიქრობ, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაპირებები მხოლოდ ცარიელი სიტყვებია“ - განაცხადა ჭანტურიამ.
დევნილთა საპროტესტო აქციები უკვე ორი თვეა მიმდინარეობს, ისინი საცხოვრებელ ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

















