logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „კერძო ავტონომია როგორც კერძო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი" გაიხსნა
თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „კერძო ავტონომია როგორც კერძო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი" გაიხსნა
18:02 01.11.2018
საერთაშორისო კონფერენცია „კერძო ავტონომია როგორც კერძო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. კონფერენციის მუშაობაში ქართველ იურისტებთან ერთად მონაწილეობდნენ იურისტები გერმანიიდან, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიცაა იურგენ ბაზედოვი, როლფ კნიპერი, აჰიმ შრამი, ბესარიონ ზოიძე, თევდორე ნინიძე და სხვები.

„ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც მიეძღვნა კერძო სამართლის თემატიკას. ჩვენს უნივერსიტეტს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტთან; კონფერენცია GIZ-ის მხარდაჭერით გაიმართა. ძალიან საჭირო თემატიკაა საქართველოსთვის, როცა მიმდინარეობს ჩვენი სამართლებრივი ველის სინქრონიზაცია ევროგაერთიანების ნორმებთან და კანონებთან. ეს არის ძალიან კარგი ფორმატი ჩვენი თეორიული ცოდნის გასაძლიერებლად,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას თქმით, კონფერენცია სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, და ეძღვნება ნების ავტონომიას, როგორც კერძო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს. ნების ავტონომია მართლაც საფუძველთა საფუძველია კერძო სამართლის. კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც ნების ავტონომიაზე ფაქტობრივად დგას კერძო სამართლებრივი ურთიერთობები. ძალიან საინტერესო მოხსენებებია წარმოდგენილი. იქნება საინტერესო დისკუსიები. 

„კონფერენცია ეხება კერძო ავტონომიას, რომელიც კერძო სამართლის ძირითადი პრინციპია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავს ქვეყნებში, რომლებიც ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანებას აპირებენ. საქართველოს აქვს დადებული ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან. ეს მოითხოვს შიგნით უკეთესი ფუნდამენტური პრინციპების ჩამოყალიბებას, რომელიც კაპიტალისტურ ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკის ცხოვრებას მართავს. ერთ-ერთი ასეთი პრინციპია კერძო ავტონომია,“- აღნიშნა მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორმა იურგენ ბაზედოვმა.

ღონისძიება თსუ იურიულმა ფაკულტეტმა გერმანიის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გამართა. პირველი კონფერენცია 2012 წელს ჩატარდა და მისი შედეგები გამოქვეყნდა გერმანულ ენაზე გერმანიაში. მეორე კონფერენცია შედგა თბილისში 2015 წელს, ის ეხებოდა საკუთრების უფლებას, საკუთრებას და სამართლებრივ სტაბილურობას და ამ კონფერენციის შედეგები ოთხენოვან კრებულად გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა