logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა
10:25 30.10.2018
თბილისის საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა. სიმპოზიუმზე თბილისსა და მის მიღმა არსებულ არქიტექტურულ და ურბანულ საკითხებზე არქიტექტორებმა, ქალაქთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, სპეციალისტებმა, მკვლევარებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და დაინტერესებულმა პირებმა იმსჯელეს.

სიმპოზიუმი ორ - დისკუსიებისა და მოწვეული სპიკერების გამოსვლების ნაწილად ჩატარდა. 15 ქვეყნიდან 30-ზე მეტი მონაწილე შემდეგი თემატიკის დისკუსიებში ჩაერთო:

§ პერიფერიების პედაგოგიკა

§ არქიტექტურული ინსტიტუციები და ქალაქი

§ გლდანის მაგალითი

§ საზოგადოება და კონტრსაზოგადოება

§ ახალი ეკონომიკები / ახალი სივრცეები

§ პოსტსაბჭოთა ცვლილებები

სიმპოზიუმზე მოწვეული სპიკერის რანგში საერთაშორისო დონის ისეთი წამყავნი არქიტექტორები წარსდგნენ, როგორებიც არიან: რეინერ დე გრააფი, ნინა რაპაპორტი, ხორხე ხაურიგი და ალექსანდრ ბროდსკი.

სიმპოზიუმისა და ზოგადად, მთელი ბიენალეს ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, არქიტექტორი რეინერ დე გრააფია, რომელმაც დამსწრე აუდიტორიის წინაშე საკუთარ წიგნზე იმსჯელა. დე გრააფის წიგნი - “კედლები და ჭერი: მარტივი პროფესიის რთული ბუნება” ჰარვარდის უნივერსტეტის გამომცემლობამ გამოსცა და ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება.

თბილისის პირველი საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე 26 ოქტომბერს გაიხსნა. მისი მთავარი თემაა - „მხოლოდ შენობები არ კმარა“ და ის საცხოვრებელი უბნების არაფორმალური ურბანული და სოციალური სივრცეების შესწავლას ეხება. პროექტი მსოფლიოში წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს, ხელოვანებსა და მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ბიენალე მოიცავს როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეში დაგეგმილ აქტივობებს: გამოფენებს, სიმპოზიუმს, საჯარო ლექციებს, ტურებს გლდანში გიდის თანხლებით, ფილმების ჩვენებებს, პერფორმანსებს, ურბანულ და არქიტექტურულ ინსტალაციებს. პროექტის ფარგლებში იქმნება საჯარო ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც გლდანის ღია სივრცის ნაწილი გახდება.

გლდანის რაიონი საბჭოთა იდეოლოგიის უტოპიური ხედვის თანამედროვე საცხოვრებელი სტანდარტების ლოგიკასთან ადაპტირების მაგალითია, სწორედ ამიტომ ბიენალეს ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების ლოკაცია გლდანის მიკრორაიონია.

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 3 ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ბიენალეს დეტალური პროგრამა იხილეთ ვებ-გვერდზე: www.biennial.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა