სტამბოლის პორტში თურქი მეიჯარეების მიერ მიტოვებული სატვირთო გემის ეკიპაჟის 6 ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვს.
გემი 3 თვეა საშიში ტვირთების ტერმინალზე დგას, მეზღვაურებს კი, 6 თვეა ხელფასი არ მიუღიათ.
ბერძნულ-ამერიკული კომპანიის კუთვნილი გემი თურქულ მხარეს იჯარით ჰქონდა აღებული, თუმცა, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, მათ გემი პორტში მიატოვეს.
მეზღვაურები აცხადებენ, რომ მათ უკვე ამოეწურათ საკვებისა და სასმელი წყლის მარაგი და ეკიპაჟის წევრები სტრესულ მდგომარეობაში არიან.

















