ქუთაისის იუსტიციის სახლში დღეს გამოფენა „ძველი და თანამედროვე ქუთაისი“ გაიხსნება, რომელიც ქალაქის ისტორიულ
და თანამედროვე ხედებს აერთიანებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ღოონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის „საქართველოს ქალაქების“ ნაწილს წარმოადგენს, რაც საუკუნის წინანდელი ხედების თანამედროვეობასთან შედარებასა და ფოტოისტორიის შემონახვას ემსახურება.
ქუთაისის ისტორიული ფოტოები დიმიტრი ერმაკოვს, გიორგი ნიკოლაძეს, ნიკოლოზ საღარაძეს და სხვა ფოტოგრაფებს ეკუთვნით, ხოლო მათი დღევანდელი ანალოგები ფოტოხელოვანმა გურამ წიბახაშვილმა გადაიღო.
ქუთაისის იუსტიციის სახლში გამოფენა ორი კვირა გაგრძელდება.
პროექტი გასულ წელს იუსტიციის სამინისტროს, ეროვნული არქივისა და გურამ წიბახაშვილის მონაწილეობით ბათუმში განხორციელდა და ფოტოები ბათუმის იუსტიციის სახლში გამოიფინა.
2009 წელს კი, ძველი თბილისის ფოტოების თანამედროვე ვარიანტები ფოტოგრაფმა გიორგი მეურმიშვილმა გადაიღო, რასაც სპეციალური გამოფენა მიეძღვნა.

















