logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბოლნისში ღონისძიება„მრავალფეროვანი საქართველო“ გრძელდება
ბოლნისში ღონისძიება„მრავალფეროვანი საქართველო“ გრძელდება
17:19 25.10.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ გრძელდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში და კულტურის ცენტრში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან შეხვედრებს გამართავენ მწერლები, მთარგმნელები, მეცნიერები და ხელოვანები, მათ შორის, მწერალთა კავშირისა და რუსთაველის საზოგადოების წარმომადგენლები და თავმჯდომარეები ბაღათერ არაბული, დავით შემოქმედელი, ელზადა გასანოვა, გიორგი გოგოლაშვილი, ხელოვანები იური მეჩითოვი და მაია დეისაძე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის, ბოლნისის მეორე და მეხუთე საჯარო სკოლებში, უფროსკლასელებისთვის სემინარები გაიმართება სხვადასხვა თემაზე: „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში; ქართული ანბანი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი; ქართულ - აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობები - ორენოვანი ლიტერატურული ჟურნალის „სხვი“ წარდგინება; ფოტოხელოვნების სათავეები საქართველოში.

ღონისძიების ფარგლებში, ბოლნისის კულტურის ცენტრშირეჟისორ გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „Cofee Break“ ჩვენება მოეწყობა. პროექტის მუსიკალურ ნაწილს დედაქალაქიდან ჩასული მუსიკალური ბენდი „ქიმერა“ უზრუნველყოფს, ხოლო სკოლის ბიბლიოთეკებს სასაჩუქრედ სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცემა.

სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ წელს 15 მაისს დაიწყო. პროექტის მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ინფორმირებულობის და სახელოვნებო განათლების დონის ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესებობებით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო-ქართლი; სამცხე-ჯავახეთი; პანკისის ხეობა) რიგი ღონისძიებები ხორციელდება.


ღონისძიებების განრიგი:


1. 14:00-15:00 სთ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. თამარისის საჯარო სკოლა: ღია გაკვეთილი თემაზე „ქართულ - აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობები - ორენოვანი ლიტერატურული ჟურნალის „სხვი“ წარდგინება“ (საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე ბაღათერ არაბული და ქართულ-აზერბაიჯანული ჟურნალის „სხივი“ მთავარი რედაქტორი ელზადა გასანოვა)

2. 14:00-15:00 სთ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლა: ღია გაკვეთილი თემაზე „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში; „ქართული ანბანი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“ (სრულიად რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი, ამავე საზოგადოების განათლების კომიტეტის თავჯდომარე - პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი)

3. 14:00-15:00 სთ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მეხუთე საჯარო სკოლა: ღია გაკვეთილი თემაზე „ფოტოხელოვნების სათავეები საქართველოში“ (ფოტოხელოვანები იური მეჩითოვი და მაია დეისაძე)

4. 15:45 - 16:00 სთ - ბოლნისის კულტურის ცენტრი: რეჟისორ გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „Cofee Break“ ჩვენება.

5. 16:00 – 17: 00 სთ - ბოლნისის კულტურის ცენტრი: მუსიკალური კონცერტი - ჯგუფის „ქიმერა“ მონაწილეობით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა