logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: ძალიან ამაღელვებელია თეიმურაზ მეფის პორტრეტის, ამ მნიშვნელობის სამეფო საგანძურის საქართველოში დაბრუნება
მიხეილ ბატიაშვილი: ძალიან ამაღელვებელია თეიმურაზ მეფის პორტრეტის, ამ მნიშვნელობის სამეფო საგანძურის საქართველოში დაბრუნება
11:10 25.10.2018
„ქართველი მეფის პორტრეტის საქართველოში დაბრუნება უნიკალური და ემოციურია მოვლენაა, თეიმურაზმა რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო და ახლა ის პორტრეტის სახით დაუბრუნდა ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამეფო საგანძურის დაბრუნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ქართლ-კახეთის გვირგვინოსანი მეფე- პოეტის თეიმურაზ მეორის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. პორტრეტი დაბრუნება ფონდ ,,ქართუს“ მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დახმარებით მოხდა. პორტრეტი ფონდმა „ქართუმ“ შეიძინა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა.

მიხეილ ბატიაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ფონდი „ქართუს“ დამსახურებას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საქმეში. ფონდმა 800-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრირებისათვის თითქმის 100 მილიონი ლარი დახარჯა. ამჟამად 57 ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც ჯამში 11 მილიონი ლარი ჯდება. 2015-16 წლებში ფონდ „ქართუს“ ძალისხმევით საქართველოს, ასევე, ფიროსმანის ორი ტილო, „არსენალის მთა ღამით“ და „შველი წყლის პირას“ დაუბრუნდა.

რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ალექსანდრე ანტროპოვის მიერ შესრულებული თეიმურაზ მეფის პორტრეტი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ონლაინ გალერეამ 1Stdibs-მა 186 ათას დოლარად მისთვის უცნობი ადამიანის პორტრეტი გასაყიდად გამოიტანა. პორტრეტის ყველა დეტალი მეფე თეიმურაზის გრავიურას დაემთხვა, რომელიც ანტროპოვის ნახატის მიხედვით შეიქმნა.

ისტორიული დატვირთვის მქონე ხელოვნების ნიმუშს საქართველოში პირველადი საექსპერტო დათვალიერება და სარესტავრაციო შემოწმება უკვე ჩაუტარდა, რითაც უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა კიდევ ერთხელ დადასტურდა. თეიმურაზ მეფის პორტრეტი თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დღეიდან გამოიფინება. ორი დღის განმავლობაში მუზეუმის კარი დამთვალიერებლისათვის ღია იქნება და მეფის პორტრეტის ნახვა მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა