logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილმა მაია ცქიტიშვილთან და გიორგი ქობალიასთან ერთად შიდა ქართლში საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური პროექტები დაათვალიერა
მიხეილ ბატიაშვილმა მაია ცქიტიშვილთან და გიორგი ქობალიასთან ერთად შიდა ქართლში საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური პროექტები დაათვალიერა
14:33 24.10.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, კასპში მიმდინარე საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური პროექტები დაათვალიერეს, რომლებიც ახლო მომავალში რეგიონს ახალ დატვირთვას და უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შესძენენ.

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, კასპში ინოვაციური ცენტრი - ტექნოპარკი აშენდება, რომლის საპროექტო სივრცე მინისტრებმა ადგილზე დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა როგორც სამუშაო და სასწავლო ოთახები (ე. წ. ფაბ-ლაბი), ასევე საკონფერენციო და დამხმარე სათავსები და სამუშაო სივრცე. სხვადასხვა აქტივობისთვის ასევე იგეგმება ღია ტერასის მოწყობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებებიც.

მინისტრებმა ასევე ადგილზე დაათვალიერეს კასპში მიმდინარე ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა, რომელიც სტუდენტებს 2019 წლიდან მიიღებს. 200 სტუდენტზე გათვლილი შენობის სარეაბილიტაციო პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადდა რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდს მიზნით.

პროფესიული კოლეჯის პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასა და მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად, სამინისტროსთან თანამშრომლობენ ისეთი კომპანიები, როგორაცაა „ჰაიდელბერგ ცემენტი“, ,,მეტეხი კერამიკა“, „ელექტრო აპარატის ქარხანა“, „ოკამის ღვინის ქარხანა“ და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აღნიშნულ საწარმოებს ესაჭიროება ელექტრო შედუღების, ხარატის, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების, ამწის ოპერატორ-მემანქანის და სხვა სპეციალობების პროფესიული კადრები.

ამავე კოლეჯში მომზადდებიან რეგიონისთვის პრიორიტეტული მიმართულების სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული დარგების სპეციალისტები - ვეტერინარები, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტები. თუმცა, სასწავლებელი ორიენტირებული იქნება ასევე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ასევე კასპში, ახალ სასწავლო წელს საზეიმოდ გაიხსნა 650 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული N1 საჯარო სკოლა. სკოლაში ფუნქციონირებს როგორც ბიბლიოთეკა, ასევე საბუნებისმეტყველო კლას–კაბინეტები, ექიმის ოთახი, სპორტული და სააქტო დარბაზი.

ახლო მომავალში, ასევე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, 150 მოსწავლეზე გათვლილი კიდევ ერთი ახალი სკოლა გაიხსნება, რომელიც ასევე ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. გარდა ბიბლიოთეკისა, სკოლაში იქნება სასადილო ოთახი, საბუნებისმეტყველო კლას–კაბინეტები, ექიმის ოთახი და სპორტული დარბაზი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა