logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენი მიზანი, ჩვენი ახალგაზრდების თავისუფალი საზოგადოების სრულფასოვან და ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებაა
მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენი მიზანი, ჩვენი ახალგაზრდების თავისუფალი საზოგადოების სრულფასოვან და ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებაა
14:38 23.10.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ „CERN-ის შემეცნებით ფესტივალზე“ სიტყვით წარსდგა, სადაც სამეცნიერო და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე და მასში ახალგაზრდების ჩართულობის პოზიტიურ შედეგებზე იმსჯელა.

მინისტრმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებები ტრადიციად იქცა, რადგან მსგავსი აქტივობები 15-20 წლის ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესს და კრეატიულობის მეტ მოტივაციას აღძრავს, რაც მათ უცხოელ თანატოლებთან თავის წარმოჩენის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა ხაზი გაუსვა CERN-ის ვორკშოფებს IT ტექნოლოგიებში, რომლის ლოგიკური გაგრძელება ტექნიკურ უნივერსიტეტში გრიდის კლასტერის შექმნის პროექტია. მან ყურადღება გაამახვილა ასევე მასტერკლასებზე სკოლის მოსწავლეებისათვის, რაც ახალგაზრდებში არნახულ ინტერესს იწვევს.

„ჩვენი საბოლოო მიზანი ჩვენი ახალგაზრდების პროგრესი და განვითარებაა, მათი ჩამოყალიბებაა თავისუფალი საზოგადოების სრულფასოვან და ღირსეულ წევრებად“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

„CERN-ის შემეცნებითი ფესტივალი საქართველოში“ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებას წარმოადგენს. ფესტივალი სამ განსხვავებულ ღონისძიებას მოიცავს: CERN-ის მასტერკლასები სკოლის მოსწავლეებისათვის, CERN-ის სამეცნიერო-შემეცნებითი ვორქშოფი უმაღლესი და საშუალო სკოლის მასწავლებლებისა და მკვლევარებისათვის და Art@Science გამოფენა, რომლის ფარგლებშიც ეწყობა სამეცნიერო აღმოჩენებთან ასოცირებული ხელოვნების ნიმუშების პრეზენტაცია და მათ ავტორებთან შეხვედრა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა