logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტში მშვიდობის დარგში პირველი ქალი ნობელიანტის, ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა
პარლამენტში მშვიდობის დარგში პირველი ქალი ნობელიანტის, ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა
17:02 22.10.2018
საკანონმდებლო ორგანოში მშვიდობის დარგში პირველი ქალი ნობელიანტის, ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ ღონისძიებაში, პარლამენტის წევრებთან ერთად, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არად ბენკო მონაწილეობდა სადაც ავსტრიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები -ავსტრიის საგარეო პოლიტიკის, ევროკავშირისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა.

„ბერტა ფონ ზუტნერი არის წარმოშობით ავსტრიელი, პირველი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში. იგი 9 წლის განმავლობაში, ცხოვრობდა თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში. ამ ხნის განმავლობაში იგი მოღვაწეობდა ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოების განვითარებაში, მწერლობასა და განათლებაში დიდი წვლილი შეჰქონდა. წერდა წიგნებს, ასწავლიდა უცხო ენებს, მუსიკას. მისი საქართველოში ყოფნის პერიოდი არის ძალიან საინტერესო“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის მეორე ნაწილი არის ავსტრიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებზე მსჯელობის თემა.

„ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირდაპირ შეიძლება აისახოს იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესი. ამ პრიორიტეტებს შორის არის ევროკავშირის სამეზობლოს უსაფრთხოება და ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის ქონა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ორივე თემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ჩვენი ღონისძიებების მთავარი ღერძი არის „ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზშია წარმოდგენილი. დღესაც აქტუალურია ის თემები რაზედაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ იბრძოდნენ ქალები - ეს არის უსაფრთხოება და მშვიდობა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხარა ავსტრიის ელჩს, დისკუსიაში მონაწილეობისთვის და საინტერესო გამოფენისთვის.

ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დამსწრე საზოგადოებას ბერტა ფონ ზუტნერის ბიოგრაფიული ცნობები გააცნო და მის ღვაწლზე ისაუბრა.

„9 წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც ბერტა ფონ ზუტნერი საქართველოში ცხოვრობდა, იგი ყოველკვირეულად წერდა სტატიებს, რომელსაც მილიონობით ადამიანი ეცნობოდა, მათ შორის მონარქები. მან ხელი შეუწყო საქართველოს პოპულარიზაციას, წიგნისა და სტატიების მეშვეობით. იგი იყო პაციფისტი, ქალთა უფლებებისთვის და აგრეთვე, ევროინტეგრაციის მიზნისთვის მებრძოლი ადამიანი. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, რათა მცირედით მაინც მოვფინოთ ნათელი ბერტა ფონ ზუტნერს. მე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ნამდვილად შეუძლია იამაყოს, რომ ეს ქალბატონი თქვენს ქვეყანაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა“, - განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არად ბენკომ.

„აუცილებელია საქართველოში მეტი ვიცოდეთ ისეთი ევროპელების შესახებ, რომელთაც მრავალი წლის წინ საქართველოსთან ურთიერთობის უშუალო გამოცდილება ჰქონდათ. სამწუხაროდ, ბერტა ფონ ზუტნერი ჩვენს ქვეყანაში, ასეთი მასშტაბით ცნობილი არ არის. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტში გამართული დღევანდელი ღონისძიება მისი სახელის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

პარლამენტში გამართულ ღონისძიებაში ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო კილაძე მონაწილეობდა.

„ბერტა ფონ ზუტნერი არის ქალი, რომელსაც ჰქონდა მჭიდრო კავშირები საქართველოსთან. ეს არის ქალი, რომელიც სწორედ, ქალთა უფლებების ბრძოლისთვის ერთ-ერთი ფლაგმანი იყო თავის დროზე, რაც იყო ძალიან იშვიათობა. ეს იყო ქალი, რომელიც იბრძოდა თანასწორობისთვის. დღესაც, ჩვენ ვაგრძელებთ იმ იდეას, რისთვისაც ბერტა ფონ ზუტნერი იბრძოდა. ბევრი რამ გაკეთდა ქალთა უფლებების განვითარებისთვის, როგორც საკანონმდებლო კუთხით ასევე, კანონის აღსრულების მიმართულებით. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი გავაკეთოთ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

მისი თქმით, ავსტრიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენთვის, როგორც ავსტრია-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წლევანდელი წელი. ავსტრიამ, უკვე რამდენიმე თვეა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადმოიბარა და ღირსეულად უძღვება მას. მისი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. არავისთვის დაფარული არ არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ მისწრაფება. ბევრი რამ არის დამოკიდებული ავსტრიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერაზე. ჩვენი ძლიერი სურვილია რომ, ავსტრია იყოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ლობისტი არა მხოლოდ მიმდინარე წელს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თავისი გამოსვლისას, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში ავსტრია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის როლზე ისაუბრა.

მან, ასევე, მადლობა გადაუხარა ავსტრიის ელჩს, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების აქტიურ მხარდამჭერს.

ღონისძიების მეორე ნაწილი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, პროგრესსა და გამოწვევებზე დისკუსიას დაეთმო.

„საქართველოს პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, რომლის შესრულება არის ჩვენი საშინაო დავალება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს მაქსიმალურად წარმატებულად, იმისთვის, რომ საქართველო იყოს მიახლოებული იმ სტანდარტებთან, რაც არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სხვადასხვა მიმართულებით, რათა მივაღწიოთ იმ შედეგს, რაც არის ქვეყნის საბოლოო მიზანი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მან გამოსვლისას ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ისაუბრა.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთოხების ხელშეწყობა და ამ პროცესში საქართველოს წვლილის გაზრდა. მნიშვნელოვანია, საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროკავშირის საერთო არქიტექტურაში და გავაგრძელოთ ამ მიმართულებით თანმიმდევრული და კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მან ასევე ისაუბრა, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, განსაკუთრებით კი ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში მდგარ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე - ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გამყარებაზე.

„საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ავსტრიას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ის არის ჩვენი აქტიური მხარდამჭერი ამ გზაზე. იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა იქცეს რეალობად, ჩვენი მიზნები შესრულდეს, საერთო ცხოვრების იდეა გავხადოთ რეალისტური მთელი ევროკავშირისთვის, აუცილებელია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, აქტიური მუშაობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ღონისძიება, რომელსაც პარლამენტის სტაჟიორები და სტუდენტები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა