logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს საუკეთესო სომელიე გამოვლინდა
საქართველოს საუკეთესო სომელიე გამოვლინდა
11:17 22.10.2018
ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე-2018“ სომელიეთა კონკურსით დასრულდა. საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე“ პირველად გაიმართა და მასში თამაზ თამაზაშვილმა გაიმარჯვა.

კონკურსში 10 სომელიე მონაწილეობდა, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ სომელიეს, ან ასისტენტ სომელიეს სტატუსი ოფიციალურად აქვთ მინიჭებული. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ქართველი და უცხოელი ექსპერტები შედიოდნენ. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, შალვა ხეცურიანი იყო.

ფინალისტთა შესარჩევი ტური კონკურსის წინა დღეს გაიმართა. 10 მონაწილედან ფინალში სამი სომელიე გადავიდა. გამარჯვებული სომელიე 2019 წლის მარტში ბელგიაში გაემგზავრება და იასპარეზებს კონკურსში „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კონკურსის ჟიურის წევრი ლევან მეხუზლა მიიჩნევს, რომ სომელიეს პროფესია ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვინის მოხმარების კულტურის პოპულარიზაციის კუთხით.

„ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე-2018“ ამ ღონისძიებით დასრულდა. საქართველოში სომელიეს პროფესია ახლა იკიდებს ფეხს. სომელიე წარუდგენს და სთავაზობს მომხმარებელს ღვინოს, სწორედ ამ პროფესიის ადამიანია უშუალო შუამავალი ღვინის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის. ეს ხალხი არა მხოლოდ წარადგენს და ყიდის, არამედ გადასცემს ღვინის კულტურას, ის უნდა ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მის მიერ წარდგენილ ღვინოზე. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში დაინერგოს ღვინის სწორი მოხმარების კულტურა, რაშიც სომელიეებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ,“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

„ღვინობისთვე-2018“-ის ფარგლებში, 5-დან 21 ოქტომბრამდე, ღვინის ფესტივალები თბილისში, თელავში, მარნეულსა და გურჯაანში გაიმართა. „ქართული ღვინის დღე“ 2014 წლიდან აღინიშნება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა