logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალს დაესწრო
კახა კალაძე ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალს დაესწრო
17:36 21.10.2018
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი გრძელდება. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძემ ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი პური დააგემოვნა და მწარმოებლებს გაესაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში პირველად იმართება პურის ფესტივალი. ბოტანიკურ ბაღში, ორი დღის განმავლობაში ხალხმრავლობაა. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ჯიშის, ქართული პურის სახეობები. დაახლოებით, 150-მდე ჯიშის პურის სახეობა იყო საქართველოში, თუმცა სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ 53 სახეობა მოიპოვება. ბოტანიკის ინსტიტუტში ხდება მათი შენახვა, გამრავლება, შემდეგ კი ფერმერებს გადაეცემათ, რათა ეს ყველაფერი საბოლოოდ პურის სახით მოვიდეს ჩვენამდე. კარგია, რომ ამდენი ადამიანი, ბევრი ტურისტია ფესტივალზე და მიხარია, რომ შემოდგომის ამ მზიან დღეს ასეთი კარგი განწყობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მოადგილის მაია ბითაძის თქმით კი, ფესტივალის მიზანია, როგორც ხორბლის უძველესი ქართული ჯიშების, ასევე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციის გაზრდა.

„ამ ღონისძიების მიზანია, ქართული ხორბლის პოპულარიზაცია. 25-მდე კომპანიას აქვს წარმოდგენილი თავისი პროდუქტი და ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ხორბლის უძველესი ქართული ჯიშების პოპულარიზაციას, ასევე, მეორე მხრივ, ბოტანიკური ბაღის ტურისტულიმი მზიდველობის გაზრდას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

დღესვე, ფესტივალის ფარგლებში, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანებამ, რომელიც გადაშენების პირას მყოფი ძველი ქართული ჯიშის ხორბლის და მივიწყებული მარცვლეული კულტურების აღდგენის მიმართულებით მუშაობს, ფერმერებს ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები საზეიმოდ გადასცა.

ბოტანიკური ბაღის დირექტორის თამაზ დარჩიძის ინფორმაციით კი, პურის ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს.

ფესტივალს მერთან ერთად, საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი სტუმრობდა.

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველი პურის ფესტივალი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. ბოტანიკური ბაღის კოლექციაში უძველესი, იშვიათი და გადაშენების პირას მისული ქართული მარცვლოვანი კულტურები ინახება. ფესტივალის იდეის წარმოშობა სწორედ ამან განაპირობა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში მოქმედ პურის მწარმოებელ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ.

პურის ფესტივალი ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენილია, როგორც ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურები, ასევე, ქართული და უცხოური პური,რომელიც საქართველოში იწარმოება.

ფესტივალი თბილისის მერიისა და ქართული გენეტიკის სურსათი „გემოვანის“ მხარდაჭერით ტარდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა