logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დედაქალაქის მერი ბაგებში მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი ბაგებში მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო
16:50 20.10.2018
თბილისის მერი კახა კალაძე წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლისა და მიმდებარე თარგების გამწვანების სამუშაოებს გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად, დედაქალაქს მეტი მწვანე სივრცე სჭირდება და თბილისის მერია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„ეს არის გზაგამყოფი, რომელსაც ფაქტობრივად, სრული რეაბილიტაცია უტარდება. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ქალაქში არსებული გზაგამყოფები, რომლებიც ძირითადად, ბეტონის იყო, გამწვანებით შევცვალოთ და ბეტონის ნაცვლად, გამწვანებული სივრცეები არსებობდეს. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქში მეტი მწვანე სივრცე, ბევრი ხე-მცენარე გვჭირდება, რათა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, არსებულ რეალობას ეს ვერ შეცვლის და საჭიროა სხვა ღონისძიებებიც, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს. ამ მიმართულებით რეფორმებს ვატარებთ და დარწმუნებული ვარ, სიტუაციის გამოსწორებას აუცილებლად შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, 2 500 ძირი ხე-მცენარე უკვე თბილისშია და ისინი წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ეტაპობრივად დაირგვება.

თბილისის მერის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, გამწვანების სამუშაოები კოსტავა-შარტავას რეაბილიტებულ ქუჩებზე მოწყობილ ახალ გზაგამამყოფზე განხორციელდება. კახა კალაძემ მსურველებს მოუწოდა, 14:00 საათზე თბილისის მერიასთან შეიკრიბონ და სამუშაოებში ჩაერთონ.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნერგების დარგვა, არამედ მათი მოვლა-პატრონობა და შენარჩუნებაც. მისივე თქმით, ამ მიზნით, ყველა იმ ადგილზე, სადაც გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, სარწყავი სისტემა მოწესრიგდა.

მერის ინფორმაციით, წელს მიმდინარე საშემოდგომო რგვების ფარგლებში, 12 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა