logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გერმანია სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს
გერმანია სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს
12:47 20.10.2018
გერმანიის რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტის (BfR) პრეზიდენტიანდრეას ჰენსელი და ამავე ინსტიტუტის აღმასრულებელი ხელმძღვანელიმაგნუს იეგერი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს, ნოდარ კერესელიძეს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდნენ. 

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი თანმიმდევრულად მიმდინარეობს; პარალელურად, ძლიერდება ის სამსახურები, რომლებიც სურსათის უვნებლობის მიმართულებით მუშაობს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელმა სტუმრებმა შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის წარმომადგენლებთანაც გამართეს და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ.

„ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავებას. გვსურს რისკის შეფასების მართვისა და კომუნიკაციის სისტემის ჩამოყალიბებაში ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ რისკის შეფასების მიმართულებით საქმიანობაში გაქვთ წინგადადგმული ნაბიჯები“, - აღნიშნა ანდრეას ჰენსელმა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ქართული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა