logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აკაკი საღირაშვილი: მივესალმებით, რომ ჩვენს მიმართვას დროული რეაგირება მოყვა და დამრღვევები გამოვლინდნენ
აკაკი საღირაშვილი: მივესალმებით, რომ ჩვენს მიმართვას დროული რეაგირება მოყვა და დამრღვევები გამოვლინდნენ
18:52 19.10.2018
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ჩატარდეს გამჭვირვალედ და საზოგადოების ინტერესების დაცვით. ჩვენ მადლობას ვუხდით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომ დროული და მყისიერი რეაგირება მოახდინეს ჩვენს მიმართვაზე და გამოავლინეს ეს დარღვევები. ამ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ, გამოვიყენოთ შეჩერების მექანიზმი 10-ვე ცენტრის მიმართ, ხოლო გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, გაცილებით მკაცრი სანქციის გამოყენებას, რაც ზოგიერთი ცენტრისთვის აკრედიტაციის გაუქმებას ითვალისწინებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითი ანგარიშების კანონდარღვევით გაცემის ფაქტებზე. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ.

აკაკი საღირაშვილის განცხადებით, სანქციების გამოყენება არ არის თვითმიზანი, მაგრამ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კანონის მოთხოვნები ყველამ უნდა დაიცვას. გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალება გზაზე ქმნის ავარიის პოტენციურ რისკს, რომლის ადამიანური მსხვერპლით შეიძლება დასრულდეს.

„თავის დროზე, ჩვენ ყველას შევუწყვეთ ხელი, რათა მათი ბიზნესი, ეს ცენტრები მოეყვანათ შესაბამისობაში ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ნორმებთან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ყველა ცენტრმა არ დაიცვა კეთილსინდისიერი თამაშის ნორმები. ასეთ ცენტრებთან, ცხადია, ჩვენ ვიქნებით მკაცრი და კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად ვიმოქმედებთ,“ - განაცხადა მან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე იგეგმება არსებულ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილების შეტანა. „ცვლილების პაკეტი უკვე მომზადებულია, რათა ცენტრების მონიტორინგის უფრო ეფექტური მექანიზმი დავნერგოთ,“ - განაცხადა მან. აკაკი საღირაშვილის თქმით, „დღეის მდგომარეობით, ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ტექინსპექტირების ცენტრების შემოწმება ხდება მიმართვიანობის საფუძველზე. ცვლილების თანახმად, მონიტორინგის ჯგუფს 24-საათიან რეჟიმში შეეძლება ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობის შემოწმება“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, იმ ავტომფლობელებს, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმაც ტექინსპექტირება გამოძიების თანახმად არამართლზომიერად გაიარეს, მოუწევთ მიმართონ სხვა ცენტრებს ავტომობილების ხელახალი ინსპექტირებისთვის. სხვა პირები მსგავსი პროცედურის გავლისგან თავისუფლები იქნებიან.

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად 2019 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა