logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში თბილისში 10 000 ხე-მცენარე დაირგვება
საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში თბილისში 10 000 ხე-მცენარე დაირგვება
15:37 18.10.2018
საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, თბილისში 10 000 სხვადასხვა ჯიშის, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები დაირგვება. სეზონური გამწვანების ღონისძიებები დღესვე დაიწყება და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

დედაქალაქის გასამწვანებლად შესყიდული ნერგების ნაწილი, დარგვამდე, დროებით შესანახად ვაკის პარკის ტერიტორიაზე განთავსდა. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი.

მერის მოადგილის თქმით, შემოდგომაზე 97 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიის გამწვანება იგეგმება.

„ეს იქნება როგორც საკრებულოს მიერ დამტკიცებული ხე-მცენარეების სახეობები, ასევე, სუროები, დეკორატიული ბუჩქები და ხე-მცენარეები, რომელიც თბილისის გამწვანებისთვის არის გათვალისწინებული. მიმდინარე წლის ოქტომბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, დაახლოებით 97 000 კვადრატულზე მეტი ტერიტორია გამწვანდება. ეს არის თბილისელებისთვის მიცემული დაპირების შესრულების პირველი ნაბიჯი, რაც მომავალი წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. მსგავსი მასშტაბური პროექტები მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურების პრევენციისთვის. ასევე, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ლამაზი, მოწესრიგებული და რაც შეიძლება მეტი მწვანე საფარი გვქონდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

დედაქალაქის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ნერგების ნუსხა, თბილისის ლანდშაფტის გათვალისწინებით, სპეციალისტების მიერ შეირჩა. ნუსხაში წარმოდგენილია დეკორატიული ბუჩქები და დიდი ზომის ხე-მცენარეები, მათ შორის, ფოტინია, წყავი, აკაცია, ღვია, ბზა, იფანი, ჰიმალაის კედარი, იაპონური სოფორა, იაპონური კვიდო, ნეკერჩხალი, ჩვეულებრივი უთხოვარი, დეკორატიული ტყემალი (წითელფოთოლა), ქვამუხა და ზეთისხილი.

ნერგები ქალაქის მასშტაბით წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე დაირგვება. ეს ადგილებია:

• სააკაძის მოედნის გზაგამყოფი კუნძულები;
• მირიან მეფისა და ჯ. ბალანჩინის ქუჩებთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე თარგები (გუდვილთან);
• ჭავჭავაძის გამზირზე არსებული თარგები;
• წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე თარგები;
• გმირთა მოედანზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები;
• ჯავახეთის ქუჩა;
• მარცხენა სანაპიროსა და აგლაძის ქუჩის კვეთაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე ტერიტორია;
• ცაბაძისა და აკაკი წერეთლის ქუჩების კვეთაზე (დინამოს სტადიონის მიმდებარედ) არსებული კუნძული;
• ძმები ასათიანებისა და ბახტრიონის ქუჩის კვეთაზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები;
• თამარაშვილის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი;
• პეკინის გამზირი (არქივის შენობის მიმდებარედ).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა