logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვაშლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის
ვაშლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის
11:50 18.10.2018
ვაშლის მოსავლის დაბინავების პროცესის გაცნობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შიდა-ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამმუშავებელ საწარმოში შპს „ბიოჯუსი“ იმყოფებოდა. საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. შეღავათიანი აგროკრედიტის ოდენობა, რომლითაც საწარმომ ისარგებლა, 185,000 ლარს შეადგენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საწარმოში, სადაც სეზონზე 55 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 15,000 ტონა ვაშლს გადაამუშავებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეც ხდება და გერმანიაში ექსპორტზეც გადის.
წლევანდელ სეზონზე საწარმომ უკვე მიიღო 5,000 ტონა ვაშლი და კიდევ 10,000 ტონის ჩაბარებას გეგმავს.

გიორგი ხანიშვილი ხილის გადამმუშავებელ ახალი საწარმოში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებშიც იმყოფებოდა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი საწარმო „ხილარი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 1,500,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 710,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, ახალი საწარმო პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, რევაზ ასათიანთან და შიდა-ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გახსნა და ვაშლის ჩაბარების პროცესს გაეცნო.

საწარმოში წელიწადში 300 ტონაზე მეტი ხილი გადამუშავდება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. დაგეგმილია ექსპორტზე გატანაც. გადამმუშავებელ საწარმოში სეზონურად 20 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში, მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგა.
საწარმომ წლევანდელ სეზონზე უკვე ჩაიბარა 35 ტონა ვაშლი და კიდევ 265 ტონის ჩაბარებას გეგმავს.

პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად, 2015 წლიდან სახელმწიფო პროექტი „დანერგე მომავალი“ ხორციელდება. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით ახალი, თანამედროვე სტანდარტის მრავალწლიანი ბაღების გაშენება მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ვაშლის ახალი ბაღების გაშენება 869 ჰექტარზეა დაფინანსებული. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 7,035,807 მილიონ ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, რაც ფერმერებსა და მეწარმეებს საშუალებას აძლევს კონკურენტუნარიანი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. ასევე სახელმწიფოს მხარდაჭერით, გადაიარაღებულია 880-ზე მეტი საწარმო. აქედან, 40-მდე საწარმო გადამმუშავებელია, სადაც ფერმერებს ვაშლის ჩაბარება შეუძლიათ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა