საათზე საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრი დღეს საქართველოს ეროვნულ არქივს
აუდიოწიგნების არქივი გადასცემს.
1600-ზე მეტ მაგნიტურ ფირსა და 5800-ზე მეტ აუდიოკასეტაზე 1950-1980-იან წლებში ჩაწერილია ქართველი და უცხოელი ავტორების 1000-ზე მეტი ნაწარმოები, ასევე, ზღაპრები და სიმღერები.
ჩანაწერებს შორისაა: მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელო“; ვასილ ბარნოვის „ტრფობა წამებული“; ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“; ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“; თამაზ ჭეიშვილის „ხუთი ოლიმპიელი“; ზვიად გამსახუდიას „მთვარის ნიშნობა“, ონორე დე ბალზაკის „გამქრალი ოცნებანი“, რადიარდ კიპლინგის „მაუგლი“ და სხვა. ტექსტებს კითხულობენ მსახიობები: ზაზა ლებანიძე, გიზო სიხარულიძე, გივი ჩუგუაშვილი და სხვები.
საქართველოს ეროვნული არქივი უსინათლოთა კავშირიდან მიღებული აუდიოწიგნების დედნებს აუდიოდოკუმენტების საცავში შეინახავს, ჩანაწერებს ციფრულ ვერსიას დაამზადებს და ონლაინ სივრცეში ხელმისაწვდომს გახდის.

















