logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება
17:39 16.10.2018
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების 21-ე საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება. ამასთან დაკავშირებით, გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე, გენერალური მენეჯერი სოფო თორთლაძე, ნორვეგიის თეატრის დასი (THE KRAMPLE) და იტალიის საელჩოს წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ფესტივალი 18 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე გაიმართება.

„თბილისს უყვარს ტრადიციების შენარჩუნება და „საჩუქარი“ქალაქმა შეინარჩუნა. უკვე 21-ე წელია, რაც ფესტივალი ტარდება და დღეს ისეთივე აქტუალური და თანამედროვეა, როგორც დასაწყისში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველივე წელს შეიქმნა და ნამდვილად დღესასწაული იყო მაშინდელი თბილისისთვის. წლევანდელი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია. თბილისის მერიისთვის მნიშვნელოვანია ის ლექციები და მასტერკლასები, რომელიც საფესტივალო პროგრამაშია წარმოდენილი, რადგან მუნიციპალიტეტისთვის არაფორმალური განათლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ.

„საჩუქარი 2018“-ის ფარგლებში, საქართველოში პირველად მოეწყობა სკანდინავიური კულტურის გაცნობა-დათვალიერება. მაყურებელს საშუალება ექნება, ეზიაროს მსოფლიოში წამყვან ნორვეგიულ ქორეოგრაფიას, დიზაინს, მუსიკასა და ზოგადად თანამედროვე მხატვრულ ესთეტიკას. ასევე, მნიშვნელოვანია ნორვეგიის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის ქორეოგრაფის ალან ლუსიენ ოიენის თეატრის „ზამთრის სტუმრები“ მონაწილეობა ფესტივალში. მისი წარმოდგენა „სიმულიაკრი“ მრავალი ჯილდოს მფლობელი არგენტინელი მოცეკვავის, დანიელ პროიეტოს და 78 წლის იაპონელი ფლამენკოს ლეგენდის, შოჯი კოჯიმას ისტორიული შეხვედრაა. ამასთან, ჩატარდება „სარდინიის კულტურის დღეები“ საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, რუსთაველის თეატრში, სარდინიის ნაციონალური თეატრის სახელგანთქმული სპექტაკლის, უილიამ შექსპირის „მაკბეტის“ ქართული პრემიერა გაიმართება.

ფესტივალის განმავლობაში, ჩატარდება იტალიის კინოაკადემიის მთავარი პრიზით David di Donatello 2017 დაჯილდოვებული მხატვრული ფილმის „სიზმრების ქსოვილი“ (La stoffa dei sogni) ჩვენება, რომელსაც მისი რეჟისორი ჯანფრანკო კაბიდუ დაესწრება. ასევე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება სარდინიელი მწერლის მარჩელო ფოის ლექცია სტუდენტებთან და პროფეისიონალებთან, რომელზეც იგი თანამედროვე იტალიურ ლიტერტურაზე ისაუბრებს. მარჩელო ფოი თავის ახალ წიგნს წარადგენს და ქართველ კოლეგებს შეხვდება.

ფესტივალის ფარგლებში, 4 ნოემბერს დაგეგმილია ქართულ-სარდინიული კონცერტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და სტუმრებისთვის, რომელიც ძველ თბილისში, ფესტივალის კლუბში გაიმართება. ერთი დღით ადრე კი, რუსთაველის თეატრში ღია „ვორკშოფი“ ჩატარდება.

ფესტივალის პროგრამაში ტრადიციულად გამორჩეული როლი უკავია დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიას, რომელიც წელს წარმოგვიდგენს ახალ სპექტაკლს - „უმზითვო“.

მნიშვნელოვანია 2018 წლის ფესტივალზე ინგლისელი ანალიტიკოსისა და საერთაშორისო მრჩევლის, ბერლინის რობერტ ბოშის აკადემიის წევრ-კანდიდატის, ევროკავშირის კონკურსების: „ინოვაციათა ევროპული კაპიტალის ჯილდო“ , „შემოქმედებითი ევროპის ახალი ინიციატივები“ (New Innovations in the Creative Economy (N.I.C.E.) და „ურბანული ცვლილებების აქტორები“ თავჯდომარის ჩარლზ ლანდრის სტუმრობა, რომლის ლექცია-პრეზენტაცია დედაქალაქის საკრებულოში იგეგმება.

ფესტივალს დახურავს თანამედროვე მსოფლიო ცეკვის გარდამტეხი მოვლენა, დიდი ბრიტანეთის ნაციონალური საცეკვაო სცენის „სედლერ უელსის“ ვარსკვლავის, ჰოფეშ შეხეტრის დასი, ახალი წარმოდგენით - „შოუ“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ელჩი თავად წარუდგენს მაყურებელს რუსთაველის თეატრის სცენაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა