logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიმდინარე სასწავლო წლიდან, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეები იტალიურს, როგორც მეორე უცხოურ ენას, ისწავლიან
მიმდინარე სასწავლო წლიდან, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეები იტალიურს, როგორც მეორე უცხოურ ენას, ისწავლიან
16:25 15.10.2018
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშილმა და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ახალი პროგრამა „იტალიური, როგორც მეორე ენა“ წარადგინეს.

2018-2019 სასწავლო წლიდან, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეები იტალიურს, როგორც მეორე უცხოურ ენას, ისწავლიან. მათ ამის შესაძლებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე მიეცათ.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მემორანდუმის თანხმად, მხარეები ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უწყობენ ხელს, რომლებიც იტალიური ენის სწავლებით და სწავლების იტალიურ ენაზე წარმართვით არიან დაინტერესებულნი.

იტალიის საელჩოს ძალისხმევით და სამინისტროს მხარდაჭერით, შეიქმნა იტალიურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი/პროგრამა და შესაბამისად, უკვე დაიწყო იტალიური ენის სწავლება თბილისის 20 სკოლაში, მათ შორის, 13 საჯაროსა 7 კერძო სკოლაში. იტალიის მხარემ ეს სკოლები სახელმძღვანელოებით უზრუნველყო, იტალიური მხარის ძალისხმევით პედაგოგები გადამზადდნენ და მათი სახელფასო ფონდისთვის დამატებითი თანხები გამოიყო.

მინისტრმა ევროპული ენების სწავლების გაძლიერების მნიშვნელობასა და იტალიის რესპუბლიკასთან მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო პერპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, ენების შესწავლა არა მხოლოდ საკომუნიკაციო კომპეტენციების შეძენაა, არამედ ეს უზრუნველყოფს ქვეყნის კულტურისა და ცივილიზაციის გაცნობას, ხალხთა დამეგობრებას და ურთიერთობების განვითარებას.

ელჩმა ურთიერთთანამშრომლობისა და კერძოდ, იტალიური ენის პოპულარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და ყველა იმ ადამიანის მიმართ მადლიერება გამოხატა, ვინც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში იტალიური ენის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა